ახალი ამბები
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულში მხილებული 18 პირი დააკავა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი დააკავა.
აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენ მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შესახებ – დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, რომელთაგან ნაწილს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს კი უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.

მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის დაკავებული პირები, სისტემატურად აორგანიზებდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას - მათ შორის, სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალებების განთავსებას და შესაბამისი შეტყობინებების გადაცემას, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებზე; ასევე, ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემისა, თუ სხვა მეთოდებით.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

ჩვენი თანამშრომლების მიერ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვენ მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა",- აღნიშნა გელა გელაძემ.

დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში, მაღაროელებს, რომლებიც მეექვსე დღეა შიმშილობენ, სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება დასჭირდათ.
14:05 / 24.06.2025
ჭიათურაში, მაღაროელებს, რომლებიც მეექვსე დღეა შიმშილობენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება დასჭირდათ.
თბილისში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი
სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
11:52 / 24.06.2025
თბილისში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.