ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე 2 პირი დააკავა
FaceBook
საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ქრთამის სახით 5000 ლარი შესთავაზეს, ხოლო შემდგომი უკანონო საქმიანობის მფარველობისთვის, ხე-ტყით თითოეული დატვირთული სატვირთო ავტომანქანის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სისტემატურად, 2000 ლარს დაპირდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის აღნიშნული თანამშრომლის მიერ, პროკურატურისთვის ოპერატიულად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დაიწყო.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, 20 ივნისს, ორივე პირი უკანონო ქმედების შესასრულებლად ქრთამის ნაწილის 3000 ლარის გადაცემის შემდგომ დააკავეს",- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„დაახლოებით ხუთი დღის წინ ტრაქტორი მოიყვანეს და სამუშაოების
დაწყებას აპირებდნენ, თუმცა მოსახლეობამ ამის საშუალება არ
მისცა“,
12:31 / 16.07.2026

„დაახლოებით ხუთი დღის წინ ტრაქტორი მოიყვანეს და სამუშაოების დაწყებას აპირებდნენ, თუმცა მოსახლეობამ ამის საშუალება არ მისცა“,

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე
მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელსაც ერთი ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა, შრომის ინსპექციამ ობიექტზე სამუშაოები
შეაჩერა.
19:08 / 15.07.2026

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შრომის ინსპექციამ ობიექტზე სამუშაოები შეაჩერა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.