ახალი ამბები
“ჯორჯიან მანგანეზი” აგრძელებს მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს"- SJC
FaceBook

"ჭიათურაში, რეორგანიზაციის პროცესი შრომითი სამართლის ფუნდამენტური სტანდარტებისა და მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს", - ასე ეხმიანება "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს.



ორგანიზაციის განცხადებით, მაღაროელები უკვე სამი თვეა უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების არგადახდას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას, რამაც საგანგაშო სოციალური პრობლემები გამოიწვია მათთვის და მათი ოჯახებისთვის.

"მიმდინარე წლის აპრილში კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესს ახალი ადმინისტრაცია ჩაუდგა სათავეში, რომლის ქმედებებმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. საწარმოს რეორგანიზაციის პროცესი შრომითი სამართლის ფუნდამენტური სტანდარტებისა და მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს.

მდგომარეობის გამოსწორებისა და საერთო ენის გამონახვის მიზნით, გასულ კვირას მაღაროელებსა და ახალ ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გაიმართა. მაღაროელებმა ახალი ხელმძღვანელობის წინაშე დააყენეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები. მოკლევადიან მოთხოვნებს მიეკუთვნება პრობლემები, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს, მათ შორის, მაღაროელებისთვის კუთვნილი ხელფასების გადახდა და საბანკო ვალდებულებების შემსუბუქება. ამ საკითხებთან დაკავშირებით კომპანიას თავისი პოზიცია მაღაროელებისთვის 19 მაისს უნდა გაეზიარებინა. ამის ნაცვლად, კომპანიამ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად პროტესტში მონაწილე მაღაროელები სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად სამსახურიდან ,,საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად’’ გამოაცხადა",- აღნიშნულია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის": შეწყვიტოს რეორგანიზაცია და უკანონო გათავისუფლებები; დაუყოვნებლივ გადაუხადოს მაღაროელებს ხელფასი და დაიწყოს მოლაპარაკებები ბანკებთან მაღაროელების ვალდებულებების შემსუბუქებაზე.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ასევე მოუწოდებს შრომის ინსპექციას: შეისწავლოს ,,ჯორჯიან მანგანეზში“ შრომითი უფლებების დარღვევები, მათ შორის ანაზღაურების დაგვიანება და მასობრივი გათავისუფლებები.

ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს "ოცნების"ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ შეხვდეს მაღაროელებს და მოისმინოს მათი მოთხოვნები.

ჭიათურაში პროტესტის 85-ე დღეა. მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.


ამავე თემაზე:

"დავტოვეთ ისე შეხვედრა, რომ რამე შედეგზე ვერ გავედით"- ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება

მაღაროელები მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე კომპანიისგან პასუხს ელოდებიან

"დიალოგი შედგა, დავაყენეთ სამი სწრაფად გადასაჭრელი საკითხი"- მაღაროელები კომპანიის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე

მაღაროელების მიხეილ სოცკის შეხვედრა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

"გადავარჩინოთ ჭიათურა"- მაღაროელების ნაწილი თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, ჩავიდა

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან
საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
16:07 / 22.05.2025

ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ქუთაისში, მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ქუთაისის საქალაქო
სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
13:38 / 22.05.2025
ქუთაისში, მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.