ახალი ამბები
"ბრძოლა გრძელდება შიმშილობის გარეშე"- ჭიათურაში ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა შეწყვიტა
FaceBook
ჭიათურელმა მაღაროელებმა, რომლებიც საკვების მიღებაზე თითქმის ერთი თვეა, უარს ამბობდნენ, შიმშილობა შეწყვიტეს.
როგორც მოშიმშილე ირაკლი ჯიქიძე ვიდეო მიმართვაში განმარტავს, ეს ნაბიჯი გადადგეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ 4 დაკავებული ადამიანის გათავისუფლებას წაადგება და მათ "ცხოვრებას შეუმსუბუქებს".

როგორც ირაკლი ჯიქიძე ამბობს "სანდო ადამიანისგან" მიიღეს ინფორმაცია, რომ დაკავებულები მალე დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს.

“დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ ოთხივემ, ერთხმად, გადავდგით ნაბიჯი უკან და შეწყვეტილია შიმშილობა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენთან მოვიდა სანდო პიროვნება, რომელმაც გვითხრა, რომ ჩვენი შიმშილობის შეწყვეტა შეეწევა დაკავებული ბიჭების პროცესს. ძალიან დიდი იმედებია დამყარებული, რომ ისინი თავიანთ ოჯახებს მალე დაუბრუნდებიან ჯანმრთელები“,- ამბობს მაღაროელი ირაკლი ჯიქიძე.

მისივე თქმით, მშრომელების ბრძოლა კვლავ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება, ოღონდ - შიმშილობის გარეშე.

ოთხი მაღაროელი: მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მაღაროელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 4-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ჭიათურაში პროტესტის 85-ე დღეა. მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

ამავე თემაზე

"დავტოვეთ ისე შეხვედრა, რომ რამე შედეგზე ვერ გავედით"- ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება

მაღაროელები მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე კომპანიისგან პასუხს ელოდებიან

"დიალოგი შედგა, დავაყენეთ სამი სწრაფად გადასაჭრელი საკითხი"- მაღაროელები კომპანიის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე

მაღაროელების მიხეილ სოცკის შეხვედრა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

"გადავარჩინოთ ჭიათურა"- მაღაროელების ნაწილი თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, ჩავიდა


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან
საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
16:07 / 22.05.2025

ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

15:28 / 22.05.2025

"ჭიათურაში, რეორგანიზაციის პროცესი შრომითი სამართლის ფუნდამენტური სტანდარტებისა და მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს", - ასე ეხმიანება "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.