ახალი ამბები
ქუთაისში სურსათი გაძვირდა
FaceBook
"ლარი გამყარეს და სურსათი  გააძვირეს," - ამბობენ  ქუთაისელები.

მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, ქუთაისის მარკეტებში სურსათის ღირებულებამ 10-20 %-ით მოიმატა.

როგორც ადგილობრივ მარკეტებში ამბობენ, მიმდინარე თვეში ზეთი, შაქარი, კარაქი და კოკა-კოლა გააძვირეს.

მათი ინფორმაციით, გასულ თვეში "სანტეს" კარაქის ღირებულება 1, 70 თეთრს შეადგენდა, ახლა კი იგივე კარაქის ფასი 2,00 ლარია.

0.10 თეთრითაა გაძვირებული ერთი კილოგრამი შაქრის ღირებულება, ხოლო 0.25- 0.50 თეთრით მეტი ღირს ზეთი.

"ნახევარ ლინტრიანი "კოკა-კოლა" რომელიც 1, 10  ღირდა, ახლა მისი ფასი 1,30 - ია.  ერთი ლიტრა ზეთის საფასური საშუალოდ 3,00 ლარი იყო, დღეს მისი ფასი 3,50 თეთრი გახდა," - ამბობენ ადგილობრივ მარკეტებში.

სურსათზე ფასების ზრდას, ქუთაისში უარყოფითად  აფასებენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებაში გამყარებამ იმედი მისცათ, თუმცა ამის მიუხედავად, მათთვის მოულოდნელი იყო პროდუქტებზე ფასების ზრდა. 

"ლარი გაამყარეს და სურსათი გააძვირეს, ასე თუ გაგრძელდა მალე  ხალხი მშიერი დარჩება," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ნინო კოვზირიძე.

დღეის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში  2.31,57 შეადგენს.

ფასების ზრდის ტენდენციაზე საქსტატის მონაცემებიც მეტყველებს.

საქსტატის მონაცმემების მიხედვით, თებერვალში ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.