ახალი ამბები
ქუთაისში, ოჯახის სიწმინდის დღეს, წელსაც, საზეიმო მსვლელობით აღნიშნავენ
FaceBook
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, საზეიმო მსვლელობა გაიმართება.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის ინფორმაციით, მსვლელობა ცენტრალურ მოედანზე მდებარე ტაძრიდან დაიწყება. 

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დადგენილი ოჯახის სიწმინდის დღე ყოველწლიურად აღინიშნება სამღვდელოებისა და ერის თანამლოცველობითა და საზეიმო მსვლელობით. ამა წლის 17 მაისს, შაბათს, 14 საათზე სამშვიდობო პარაკლისი შესრულდება წმ. დავით აღმაშენებლის და ბაგრატ III_ის სახ. ტაძარში (ცენტრალური მოედანი), რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა დაიწყება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების(ბაგრატის სიონი) ტაძრამდე",- აღნიშნულია ქუთაის-გაენათის ეპარქიის განცხადებაში.

ოჯახის სიწმინდის დღე ქუთაისში გასულ წელსაც აღნიშნეს. მსვლელობაში მონაწილეობა მღვდელმსახურებმა, მრევლმა, „ოცნების“ აქტივისტებმა და რეგიონებიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა (ძირითადად, საჯარო მოხელეებმა) მიიღეს.

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 17 მაისი, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში ტრადიციული ქართული ოჯახის დაცვის დღედ 2014 წელს გამოაცხადა. ამ დღის აღსანიშნავად სამღვდელოება და მრევლი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მსვლელობას უკვე მე-11 წელია აწყობს.

ფოტო: არქივი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.
მიმდინარე წლის გასულ სამ თვეში (მეორე კვარტალში) ქვეყანაში
უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა.
12:56 / 19.08.2025
მიმდინარე წლის გასულ სამ თვეში (მეორე კვარტალში) ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.