ახალი ამბები
„მოგება გარდაუვალია“ - კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე
FaceBook
„ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის მოგება გარდაუვალია.

"ბუნებრივია, [თვითმმართველობის არჩევნებზე] ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი. ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს არის გარდაუვალი. ყველა ხედავთ, როგორა მმართველი პარტიის რეიტინგი, როგორია ოპოზიციური პარტიების რეიტინგები, შესაბამისად, ვერაფერი დაუდგება წინ ამ შედეგის მიღწევას. გავიმეორებ, ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება,", -განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს მასშტაბით 163-ე დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.


მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს, 4 ოქტომბერს ჩატარდება.

2025 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იგივე წესით ჩატარდება, როგორითაც 2017 წელს ჩატარდა.

ამ ფორმატის მიხედვით, თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისაგან და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან, სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისგან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
10:30 / 22.01.2026
"გრიპთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს
თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და
მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის
ფაქტზე, პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
21:57 / 21.01.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.