ახალი ამბები
"მხოლოდ ბრძოლით და ერთად დგომით მივაღწევთ გამარჯვებას"- პროტესტის 69-ე და შიმშილობის მე-12 დღე ჭიათურაში
FaceBook
69-ე დღეა, ჭიათურაში მაღაროელების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს - ამდენივე დღეა, რაც ისინი პროცესებში მთავრობის ჩართულობას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

მშრომელები პროტესტს ქუჩაში გამოხატავენ - ქალაქის ცენტრში გაშლილი აქვთ კარვებიც. ამასთან, მე-12 დღეა, 6 მაღაროელი, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობს საკვების მიღებაზე. ციხეში აგრძელებს შიმშილობას 4-დან 2 დაკავებული თანამებრძოლიც.

მაღაროელები მოუწოდებენ ადგილობრივებს, შემოუერთდნენ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ჩვენი ბრძოლით მივაღწიეთ ხელფასებს, სამუშაო პროცესის აღდგენაზე საუბარს, გამოგვყევით ბოლომდე და ბრძოლით მივაღწევთ იმას რომ 3 620 ადამიანი დაბრუნდება სამუშაო ადგილებზე. ამისთვის ჩვენი იურისტებიც მუშაოებენ, მაგრამ თუ არ იქნა თქვენი ერთობა და მზაობა ამ ბრძოლაში გამოყოლის, მარტო იურისტი და აქ მყოფი რამდენიმე ადამიანი ვერ მიაღწევს გამარჯვებას",- განმარტავენ ისინი. 

მშრომელები 9 მაისს, ჭიათურის მერიის წინ, კვლავ მასშტაბურ აქციას აანონსებენ, რომელიც უკანონოდ დაკავებული მათი თანამებრძოლების სოლიდარობისთვის გაიმართება.

"4 ვაჟკაცი, 4 მებრძოლი ადამიანი უსამართლოდ დააკავეს, ჩასვეს ციხეში და 6-დან 9 წლამდე ემუქრებათ. ამიტომ, პარასკევს, 13:00 საათზე ვგეგმავთ აქციას ბიჭების სოლიდარობისთვის, იმისთვის რომ შეგროვდეს ხელმოწერები ჩვენი მეგობრების გასათავისუფლებლად. სოლიდარობა უკანონოდ დაკავებულ 4 თანამებრძოლს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა, ციხეში შიმშილობენ ერთადერთი მოთხოვნით: მთავრობამ მოგვაქციოს ყურადღება და სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა ჭიათურაში მოლაპარაკების პროცესისა",- ამბობენ მაღაროლეები. 

ოთხი მაღაროელი: მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მაღაროელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა. 

2 მათგანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ორს კი მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე. ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.

მაღაროელებმა, ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. თავის მხრივ, ჭიათურელი მაღაროელების საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო იმ მშრომელების, რომლებიც უარს ამბობენ, დათანხმდნენ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ 7-პუნქტიან განცხადებას, რომლის მიხედვით, მათ თავად უნდა თქვან უარი სამსახურზე, გარანტიებსა და კომპენსაციაზე.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურელი მაღაროელები
14:03 / 07.05.2025
ჭიათურელი მაღაროელები "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ.
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 10 მაისიდან 10 ივნისამდე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.
13:56 / 07.05.2025
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 10 მაისიდან 10 ივნისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.