ახალი ამბები
"ოცნებამ" ქუთაისის მუნიციპალიტეტს, სტიქიის სალიკვიდაციოდ, 1 მილიონი გამოუყო
FaceBook
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ქუთაისის მუნიციპალიტეტს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, 1 მილიონი ლარი გამოუყო.

როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული თანხა სტიქიის შედეგად დაზიანებული საყრდენი კედლების რეაბილიტაციას მოხმარდება.

კერძოდ, საუბარია პეტრიწის, ვაჟა ფშაველას, წერეთლის, კიკვიძისა და გაფრინდაშვილის ქუჩაზე მდებარე საყრდენ კედლებზე, რომლებიც აღდგენას საჭიროებს. 

ფინანსთა სამინისტრომ, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებისთვის, 37 მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან, ჯამში, 58 517 000 ლარი გამოუყო

კერძოდ, თანხები გაწერილია ზუგდიდის, ხარაგაულის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალციხის, საგარეჯოს, ბორჯომის, ახმეტის, სენაკის, ხონის, ბაღდათის, გორის, თიანეთის, თერჯოლის, წალენჯიხის, კასპის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ლენტეხის, მარნეულის, ლაგოდეხის. ყვარლის, ჩოხატაურის, ვანის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ცაგერის, ქუთაისის, თეთრიწყაროს, ამბროლაურის, საჩხერის, ხაშურის, ზესტაფონის, თელავის, ადიგენის, დედოფლისწყაროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტებისთვის.

მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, ერთკვირიანმა სტიქიამ, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში პრობლემები შექმნა. იმერეთის მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა, როგორც ტრანსპორტით გადაადგილების, ასევე საცხოვრებელი სახლების დაზიანების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით. 


ამავე თემაზე:


"ქართული ოცნების" მთავრობამ, სტიქიის სალიკვიდაციოდ, 37 მუნიციპალიტეტს 58 მილიონზე მეტი გამოუყო

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
134-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციისა და სამკვირიანი შიმშილობის
მიუხედავად, მაღაროელების ბედით ისევ არავინ დაინტერესებულა.
10:48 / 11.07.2025
134-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციისა და სამკვირიანი შიმშილობის მიუხედავად, მაღაროელების ბედით ისევ არავინ დაინტერესებულა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი
კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა
ჩამოიშალა.
10:46 / 10.07.2025
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა ჩამოიშალა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.