ახალი ამბები
"აუცილებლად გავასაჩივრებთ"- ქუთაისის სასამართლომ ბაზრის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, აგრარული ბაზრის საქმეზე ბრალდებულ რვავე პირს, რომლებიც სპეოპერაციის შედეგად დააკავეს, პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ქეთევან თხელიძემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყველა პირი პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულებს პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას ედავება, დაცვის მხარე კი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და სააპელაციოში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 

დაკავებულების ადვოკატები ევგენი ომანაძე და მაკა ფანჩულიძე, რომლებიც სამ ბრალდებულს (ლაშა კვატაშიძეს, ნიკოლოზ ვასილიევს, სერგი აზნარაშვილს) იცავენ, მიიჩნევენ, რომ სწორედ მათი დაცვის ქვეშ მყოფები არიან მსხვერპლნი, რასაც სასამართლოს აუცილებლად დაუმტკიცებენ.

„უდანაშაულო ადამიანები, ერთი ხელის მოსმით, გაუშვეს პატიმრობაში უკანონოდ, უსამართლოდ და უსაფუძვლოდ. 116-მა ადამიანმა, მოვაჭრემ თავისი ხელმოწერით დაადასტურა ის ფაქტი, რომ ნებაყოფლობით გადავიდნენ "ტაბალხმელას" ბაზრობაზე და მათ მიმართ არანაირ იძულებას არ ჰქონია ადგილი. ყველაფერი არის გამოგონილი იმისთვის რომ ქალაქში, თურმე, მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა მართოს აგრარული ბაზარი და ჩაძირონ ახალგაზრდები, რომლებმაც ენთუზიაზმით დაიწყეს მუშაობა“,- განმარტავს "ქუთაისიპოსტთან"  საუბარში ადვოკატი მაკა ფანჩულიძე.

ადვოკატ ევგენი ომანაძის თქმითაც, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს არ მოსწონდათ რა პირობებშიც მუშაობდნენ ნიკეას ბაზარში და უკეთეს პირობებში გადავიდნენ "ტაბახმელაში“. ადვოკატის განმარტებით, სწორედ ბიზნების ჩაძირვისა და გაკოტრების მიზნით მოუგონა ნიკეას ადმინისტრაციამ "შპს ,,ტაბახმელა 2023“-ის ბაზრის წარმომადგენლებს  "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდება.

"სამწუხაროდ, სასამართლომაც, ასე შეუცნობლად  დაადასტურა, თითქოს ახალი ხელისუფლების ("ოცნება" ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა- რედ.) პირობებში გაიფურჩქნა ქურდულმა სამყარომ. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, შეთქმულების ნაწილი, რომ ამ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ. ამ შედეგით რაც დადგა, მოითბეს ხელი და გაიხარეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა",- განმარტავს ომანაძე. 

კითხვაზე, როგორ მოხდა ისე, რომ "ქართული ოცნების" სასამართლომ  წინა ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევგენი ომანაძე ამბობს, რომ "2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ენმ-ის წარმომადგენლობები (ადმინისტრაციული რესურსი) კვლავ შემორჩა". 

მისივე თქმით, ბაზრის საქმეზე დაკავებულების საქმეზე მომდევნო პროცესი 15 მაისსაა ჩანიშნული.


სამართალდამცველებმა 7 ბრალდებული 24 მარტს დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება პროკურატურამ დაუსწრებლად წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დასაწყისში, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა პირმა საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ დავალებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში, აგრარული ბაზარი გახსნა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ვინაიდან აღნიშნული სავაჭრო ობიექტი ქუთაისში არსებულ ანალოგიურ ბაზარს კონკურენციას ვერ უწევდა, ბრალდებულებმა „კანონიერი ქურდების“ სახელის და მათი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ასევე სხვადასხვა უკანონო ქმედებებით, კონკურენტი ბაზარიდან იძულებით გადაიყვანეს ძირითადი მოვაჭრე პირები, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ფაქტობრივად ფუნქციონირება შეწყვიტა.

დაკავებულებს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით („კანონიერი ქურდობა“), 223¹ მუხლის 1-ლი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) და 223³ მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

პოლიციამ, იმერეთის რეგიონში, ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა

ქუთაისში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა - სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

სპეცოპერაცია ქუთაისში – დაკავებულია რამდენიმე პირი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.