ახალი ამბები
"არ დაანთოთ ცეცხლი ტყის სიახლოვეს"- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს
FaceBook
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყების ცნობით, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები გატარდება. 

"მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ტყის მასივში კოცონის დანთებისგან, ასევე, არ დატოვონ უყურადღებოდ, თვითაალებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები. აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა ცეცხლის უკონტროლო გავრცელება და გარემოს დაზიანება გამოიწვიოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს",- განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დაკავებულ
თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
20:02 / 31.07.2025
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის
ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
12:25 / 31.07.2025
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.