ახალი ამბები
ჭიათურაში მაღაროები სრული დატვირთვით 20 მაისს ამოქმედდება
FaceBook
ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელმა კომბინატმა, რომელიც ჭიათურაში მანგანუმს მოიპოვებს, სამუშაოებს ეტაპობრივად განაახლებს.


ინფორმაცია სამუშაოების განახლების შესახებ, ქუთაისიპოსტს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" PR დეპარტამენტის დირექტორმა, ზაქარია ზალიკაშვილმა მიაწოდა.

მისივე თქმით, "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურის მაღაროებს სრული დატვირთვით მიმდინარე წლის 20 მაისს აამოქმედებს.

მიმდინარე წლის 11 იანვრიდან კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 4 თვით მუშაობა შეწყვიტა. სამუშაოების შეწყვეტის მიზეზად კომპანიამ საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაბალი ფასები და მათ მფლობელობაში დაგროვილი მანგანუმის ჭარბი რაოდენობა დაასახელა.

მაღაროელებმა კომპანიის გადაწყვეტრილება საპროტესტო აქციებით გააპროტესტეს. მათი განცხადებით, საბანკო ვალდებულებები აქვთ და კომპანიის მიერ გადახდილი ხელფასის 60% კრედიტის დასაფარად საკმარისი არაა.

მაღაროებში სამუშაოების შეწყვეტას ჭიათურის მოსახლეობა ნეგატიურად შეხვდა. ადგილობრივების განცხადებით, მაღარო ქალაქის შემოსავლის ძირითადი წყაროა და ჭიათურის არსებობა მაღაროს გარეშე შეუძლებელია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.