ახალი ამბები
"5000-ლარიანი ქვითარი გამოგეწერათო, დამირეკეს"- ქუთაისელ აქტივისტს გზის გადაკეტვას ედავებიან
FaceBook
ქუთაისელ სამოქალაქო აქტივისტს, მიშიკო მუმლაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. 
პოლიცია მას 8 მარტს, თბილისში გამართულ პროევროპულ აქციაზე, გზის გადაკეტვას ედავება. აქტივისტის თქმით კი, მარშს როცა შეუერთდა, გზა უკვე გადაკეტილი იყო. 

"5000-ლარიანი ქვითარი გამოგეწერათო, დამირეკეს. 21:54 საათზე მივედი, გადავიღე სთორი, გზა დაკეტილი იყო უკვე, რამდენიმე მარში მოსული და მე გზის დაკეტვასთან რა შუაში ვარ? 

ვინც კიდე ამათ უსამართლობას ვერ ხედავთ მეცოდებით, თქვენს მომავალ თაობას ასეთი ჩამპალი წინაპრები რომ ეყოლებით",- წერს მიშიკო მუმლაძე სოციალურ ქსელში. 

აქტივისტი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და სასამართლოში გაასაჩივრებს. 

105-ე დღეა, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით.

მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის ფონზე, პოლიცია ათობით ადამიანს უწერს სამართალდარღვევათა ოქმს, „ქართული ოცნება“ კი რეგულაციებს ამკაცრებს.

ამ პერიოდის განმავლობაში, გზის გადაკეტვის საბაბით, 5 000 ლარით, საპროტესტო აქციებში მონაწილე არაერთი ადამიანი დააჯარიმეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის
ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.
09:20 / 05.07.2026
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.