ახალი ამბები
რიკოთზე ზვავმა ოთხი მანქანა მოიყოლა - დაშავებული არავინაა
FaceBook
რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ზვავი ჩამოწვა - დაზიანებულია 4 ავტომანქანა.


როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა, ამ დროისთვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. 

როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ინტენსიური თოვის გამო, რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს.

დასავლეთ საქართველოში თითქმის ერთი კვირაა თოვს. განსაკუთრებულად რთული ვითარებაა გურიის და აჭარის რეგიონებში, სადაც ბევრი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებაც. დაზიანებულია სახლები.

ფოტო: მამუკა ხორნაული
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები
ადგილების რაოდენობა იცვლება — ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან
პროგრამებზე 21 574 ადგილი განისაზღვრა, ხოლო მაგისტრატურაში 3 335.
12:59 / 27.02.2026
2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა იცვლება — ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან პროგრამებზე 21 574 ადგილი განისაზღვრა, ხოლო მაგისტრატურაში 3 335.
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან
ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი
დააკავეს.
22:30 / 26.02.2026
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.