ახალი ამბები
"გადავედით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე"- ქუთაისის "სპეციალური სერვისები"
FaceBook
ქუთაისში მოსული თოვლის გამო, ა(ა)იპ "სპეციალური სერვისებში" (რომელიც უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრაზეა პასუხისმგებელი) ამბობენ, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. 

როგორც "ქუთაისიპოსტთან" ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი მჟავანაძემ განმარტა, მობილიზებულია როგორც თოვლმწმენდი სპეციალური ტექნიკა, ისე ცოცხალი მუშახელი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, გადაადგილება, ქალაქის მასშტაბით, დაუბრკოლებლად ხდება.

"შუაღამიდანვე დავიწყეთ იმ მონაკვეთების გაწმენდა, რომელიც რელიეფურად შედარებით რთულ ლოკაციებს წამოადგენდა. არ გვაქვს არანაირი პრობლემა ქალაქში გადადგილებასთან დაკავშირებით. მომარაგებული გვაქვს ტექნიკური მარილი და ყველა საჭირო ტექნიკური რესურსი. ვმუშაობთ და არ შევქმნით პრობლემას გადაადგილების თვალსაზრისით",- ამბობს გიორგი მჟავანაძე. 

ქუთაისში, გამთენიიდან, შეუჩერებლად თოვს. თოვს იმერეთის რეგიონებშიც, რის გამოც საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თოვლი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საქართველოში, 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.