ახალი ამბები
საუდის არაბეთში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები იწყება
FaceBook
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ომის დასრულების შესახებ, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები იწყება.

მოლაპარაკებებს არ დაესწრება უკრაინული მხარე.

ერ-რიადში უკვე ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი. აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი.

ამერიკული მხარე ამბობს, რომ ამ მოლაპარაკებებზე არ მიიღება გადაწყვეტილებები, არამედ, ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია იმით, თუ რამდენად არის მზად რუსეთი რეალურად დაასრულოს ომი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ უკრაინა არ აღიარებს მისი მონაწილეობის გარეშე მიღწეულ არანაირ შეთანხმებას და არ დათმობს ტერიტორიებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ქუთაისიდან თბილისში გადატანის შედეგად, 25
თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა.
12:45 / 20.10.2025
ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ქუთაისიდან თბილისში გადატანის შედეგად, 25 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საირმის პროტესტის მონაწილე, ლელა
მესხია, რომელსაც შპს
11:29 / 20.10.2025
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საირმის პროტესტის მონაწილე, ლელა მესხია, რომელსაც შპს "კურორტ საირმის"  ადმინისტრაცია წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.