ახალი ამბები
ლილე სვანაძემ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა
FaceBook
ქუთაისელმა მოჭადრაკემ ლილე სვანაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.
ევროპის 2024 წლის ვიცე-ჩემპიონმა 9 წლამდე გოგონათა შორის გაიმარჯვა.

11 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონი მართა დოგრაშვილი გახდა, 13 წლამდე გოგონათა შორის კი ანასტასია ჭიჭინაძემ გაიმარჯვა.

ბარბარე აშოთია საქართველოს ჩემპიონი 15 წლამდე გოგონათა შორის გახდა.

რაც შეეხება ჭაბუკებს, 13 წლამდე კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული დავით თათვიძემ მოიპოვა. 



საქართველოს ჩემპიონატი, ქუთაისში, გოგონათა და ჭაბუკთა შორის შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: U9, U11,U 13, U15 გაიმართა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და მასში ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის 300-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. 

I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები ევროპის და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების საგზურით დაჯილდოვდნენ. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.