ახალი ამბები
სამტრედიაში, 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი დააფინანსებს
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა, მალე, 24-საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სახელმწიფო ბიუჯეტისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია, 15 კმ-იანი წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა, წყალმომარაგების, დაახლოებით 200კმ-იანი ქსელის რეაბილიტაცია/მშენებლობა, SCADA სისტემის მოწყობა. სრულად განახლდება საფილტრე გალერეები და საქლორატორო.

გარდა ამისა, სამტრედიაში, წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებიც იგეგმება - ამ ეტაპზე, სატენდერო პროცედურების შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით დაგეგმილია: 5 კმ-იანი სიგრძის მთავარი კოლექტორისა და 16 სატუმბი სადგურის მშენებლობა, წყალარინების 145 კმ-იანი ქსელისა და საკანალიზაციო ჭების მოწყობა. აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. ასევე, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 კმ სიგრძის სანიაღვრე სისტემა.

ჯამში, ქალაქ სამტრედიაში, წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს 300 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს პარტია “ქართული ოცნების
14:15 / 05.11.2025

ქუთაისის საკრებულოს პარტია “ქართული ოცნების" ოთხმა, სიით შესულმა დეპუტატმა, პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეიწყვიტა.

ქუთაისის ა(ა)იპ „მადლიერების სახლის“ დირექტორი თამთა ბაკურაძე,
პარტია
13:32 / 05.11.2025

ქუთაისის ა(ა)იპ „მადლიერების სახლის“ დირექტორი თამთა ბაკურაძე, პარტია "ქართული ოცნებიდან", საკრებულოს წევრი ხდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.