ახალი ამბები
„ქუთაისის მოსახლეობა 600 ათასი უნდა იყოს“ - გიორგი ქადაგიძე
FaceBook
ქუთაისში, მერიის წინ, სადაც უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, საჯარო ლექცია გაიმართა.

ლექციას საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უძღვებოდა.

იგი მიმდინარე პროტესტს შეეხო და მის მნიშვნელობასა და სირთულეეზე ისაუბრა.

"ავტოკრატიულ რეჟიმებში ოპოზიციონერობა არის ძალიან რთული ამბავი, ოპოზიციონერობა ნიშნავს მუდმივ დევნას, მუდმივ დისკრედიტაციას, მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნას. მუდმივად ბრძოლაში ყოფნას...ამ ბრძოლაში რომ ჩვენ უკან დავიხიოთ უბრალადო წარმოუდგენელი ამაბვია, პირიქით არის, ერთი ქალბატონის სიტყვები მინდა გავიმეორო, იქნებ ჩვენ ვართ ის თაობა ვისაც გვერგო ის ბედნიერება, ჩვენ გავიყვანოთ ქვეყანა საბოლოო სამშვიდობოზე. როცა სასწორზე ეს დევს ამაზე დიდი რ ა უნდა მოხდს. ამაზე დიდი ამბავი რა უნდა იყოს, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ის თაობა, რომელსაც შენატროდა ყველა მანამდე არსებული თაობები".

გიორგი ქადაგიძემ ქუთაისზე და მის წინაშე მდგომ გამოწვევებზე , ასევე მიგრაციის მკვეთრ მატებაზე ისაუბრა.

"პირველი ქალაქი თუ არის მაგალითად თბილისი რომელიც არის სიდიდით 1 200 000, მეორე ქალაქი წესით უნდა იყოს 600 000. მესამე სიდიდით 300 000, მეოთხე 150 000. ამ თეორიით ქუთაისის მოსახლეობა უნდა იყოს 600 ათასი ადამიანი. ქუთაისი არის 155 000, ანუ ოთხჯერ უფრო დიდი უნდა იყოს ქუთაისის მოსახლეობა ვიდრე არის დღეს, თუ ჩვენ განვითარების იმ ტრაექტორიით წავალთ, რაც არის ევროპული ტრაექტორია. რას ნიშნავს 600 000, ეს ნიშნავს აბსოლუტურად განსხავავებულ განვითარების დინამიკას, განსხვავებულ რიტმს და ა.შ."

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სისტემის ცვლა, რაც გამოიხატება რეალური თვითმმართველობების დაფუძნებაში. თუკი ქუთაისი იქნება ნამდვილი თვითმმართველი ქალაქი ის გაუმკვადება ყველა პრობლემას რაც მის წინაშე აღმოჩნდება. "სისტემის ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ ერთხელ და საბოლოოდ ხელისუფლება ადგილზე უნდა აიღოს ადგილობრივმა მკვიდრებმა. არა ცენტრიდან უნდა ინიშნებოდეს მმართველები და ცენტრი განაგებდეს არამედ რეალური ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა არსებობდეს. ეს ქალაქი უნდა მართონ იმ ადგილობრივებმა ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს და ვისაც უყვარს ეს ქალაქი".

გიორგი ქადაგიძემ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და საქართველოს როლზე ისაუბრა ამ გამოწვევების ჭრილში.

"რუსეთის გვერდის ავლით შუა დერეფანი, რასაც დაერქვა გახდა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი. მილიარდობით ფონდები არის გამოყოფილი ამისთვის, მილიარდობით. და არც ერთი პროექტი არა გვაქვს წარდგენილი. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შევხვდი ერთ -ერთ კონფერენციაზე და მითხრა რომ პრაქტიკულად ყველაფერს ვაფინანსებთო, რაც ეხება რუსეთის გვერდის ავლით სავაჭრო გზებს. პირადპირ არის ფაქტობრივად ჩვენი გეოპოლიტიკური ინტერესი და გეოპოლიტიკური მთავარი ამოცანა, ამიტომ ყველაფერს ვაფინანსებთო, და ამ დროს არც ერთი პროექტი არა აქვს საქართველოს წარდგენილი".

შეხვედრის ორგანიზატორი ორგანიზაცია  „დამკვირვებლები“ გახლდათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.