ახალი ამბები
მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი ქუთაისის სააპელაციოს ოთხი დღის დაგვიანებით ჩაბარდა
FaceBook
ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ, პატიმრობის გამოყენების შესახებ საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის სააპელაციოს ვადების  დარღვევით გაუგზავნა.

ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე საუბრობს. მისი თქმით, ბათუმის პირველი ინსტანციის სასამართლოს საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა, რაც არ შეასრულა და ამით უზრუნველყო მზია ამაღლობელის ამ დრომდე პატიმრობაში ყოფნა.

"კანონის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო გაეგზავნა საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის, რომელსაც ჰქონდა 72 საათი, რომ მიეღო გადაწყვეტილება სწორად იყო თუ არა აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მხრიდან ეს სარჩელი გაიგზავნა ოთხი დღის დაგვიანებით და არა დაუყოვნებლივ. დღეს, დილის საათებში დაგვიდასტურეს, რომ დღეს ჩაბარდა მათ საჩივარი. ეს არის საპროცესო ვადების უხეში დარღვევა, რაც ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში და ეს ვადა, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო პატიმრობის გადახედვისთვის, დაირღვა სასამართლოს ქმედებით", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

"საიას" თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა მთელ რიგ დარღვევებზე, რომლებიც დაფიქსირდა მზია ამაღლობელის დაკავებისა და მისთვის პატიმრობის შეფარდების პროცესში.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელის დაკავება უკანონო იყო, როგორც ადმინისტრაციული, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის საფუძვლებით. "საიას" მიიჩნევს, რომ 11 იანვარს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ჟურნალისტის დაკავება პოლიციელის თვითნებური გადაწყვეტილება იყო და ამიტომ, ის ვერ იქნება კანონიერი. არასამთავრობო ორგანიზაცია დაკავების ოქმს 21 იანვარს გაასაჩივრებს.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებას, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე, რომელსაც ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა სახეში ხელი გაარტყა, ამბობს, რომ მას აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის მომენტში იგრძნო ტკივილი. "საიას" თავმჯდომარე ამბობს, რომ მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი არ ჯდება თავდასხმის დეფინიციაში, რასაც პროკურატურა დაკავებულ ჟურნალისტს ედავება.

"ის მუხლი, რომელსაც ედავება პროკურატურა მზია ამაღლობელს, არ არის მუხლი, რომლითაც ის შეიძლება დაისაჯოს. 353-ე პრიმა მუხლი უნდა მოიცავდეს რამდენიმე ისეთ ელემენტს, რომელიც უნდა იყოს სახეზე. ეს არის თავდასხმა, რომელიც უნდა იყოს პირდაპირი განზრახვით და მისი მიზანი უნდა იყოს დაკავშირებული პოლიციის საქმიანობასთან. გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება, არ მოიცავს არცერთ ამ ელემენტს. როგორც თავად ირაკლი დგებუაძე განმარტავს, დარტყმის შემდეგ აღენიშნებოდა სიწითლე და განიცადა ტკივილი. მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი კი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა პოლიციის განყოფილებაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე და განაცხადა, რომ "საია" თვალს მიადევნებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობას ამ მიმართულებით.

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორი მზია ამაღლობელი, პოლიციამ 11 და 12 იანვარს ორჯერ დააკავა თავდაპირველად, იგი 11 იანვარს, სტიკერების გაკვრის გამო, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, განმეორებით კი მისი დაკავება 12 იანვარს, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით (სსკ 353¹) მოხდა, რაც რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში შეკრებილი აქტივისტები ატარებდნენ საპროტესტო აქციას და აკრავდნენ სტიკერებს წარწერით - "იფიცება საქართველო", რაც თავის მხრივ, დაკავშირებული იყო "ქართული ოცნების" მიერ პროევროპული კურსის შეცვლის გამო ქვეყანაში დაწყებულ პროტესტთან. 

14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.