ახალი ამბები
მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
FaceBook
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ჟურნალისტი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

პროკურატურის ბრალის მიხედვით, მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს შურისძიების მოტივით თავს დაესხა. სასამართლომ მისი პატიმრობაში დატოვების საფუძვლად მიმალვის საფრთხე დაასახელა, რადგან პროკურატურის პოზიციით, მის მიმართ წაყენებული ბრალით გათვალისწინებული სასჯელი ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაცვის მხარემ პროცესზე, დაკავებულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გირაოს გამოყენება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორი მზია ამაღლობელი, პოლიციამ 11 და 12 იანვარს ორჯერ დააკავა თავდაპირველად, იგი 11 იანვარს, სტიკერების გაკვრის გამო, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, განმეორებით კი მისი დაკავება 12 იანვარს, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით (სსკ 353¹) მოხდა, რაც რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
134-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციისა და სამკვირიანი შიმშილობის
მიუხედავად, მაღაროელების ბედით ისევ არავინ დაინტერესებულა.
10:48 / 11.07.2025
134-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციისა და სამკვირიანი შიმშილობის მიუხედავად, მაღაროელების ბედით ისევ არავინ დაინტერესებულა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი
კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა
ჩამოიშალა.
10:46 / 10.07.2025
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა ჩამოიშალა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.