ახალი ამბები
3 მილიონ ლარზე მეტი - ანჯაფარიძის და ხანძთელის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ტენდერი ცხადდება
FaceBook
ქუთაისში, ანჯაფარიძის და ხანძთელის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, ტენდერი ცხადდება.
ქუთაისის მერიას ამ ორი ქუჩის რეაბილიტაციისთვის 3 045 962 ლარი (სავარაუდო ღირებულება) აქვს განსაზღვრული.

სახელმწიფო შესყიდვის [NAT250000034] დოკუმენტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დანიშნულება უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირის უზრუნველყოფა და ავტომობილით მგზავრების კომფორტულად გადაყვანაა. 

როგორც შესყიდვის დოკუმენტშია აღნიშნული, ანჯაფარიძის ქუჩის საპროექტო მონაკვეთის ჯამური სიგრძე 1416 მეტრს შეადგენს. საპროექტო გზა მთელს სიგრძეზე დაზიანებულია და საჭიროა საფარისა და საფუძვლის სრული რეაბილიტაცია. 

პროექტით გათვალისწინებულია 19 სანიაღვრე ქსელის სათვალთვალო და 41 ცხაურიანი ჭების, ასევე საგზაო ნიშნების მოწყობა. 

რაც შეეხება გრიგოლ ხანძთელის ქუჩას, სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გზა არის ასფალტის და მისი დღევანდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შეინიშნება ორმოები და ბზარები, არ გააჩნია სანიაღვრე.

"ძირითადი რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებამდე უნდა განხორციელდეს ორგანიზაციული, ტექნიკური და საწარმოო-სამეურნეო მომზადება, ტრასის აღდგენა, წინასწარი საჭირო სამუშაოების ჩატარება, სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის
წარმოების ფრონტის მომზადება",- აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტში. 

გზების რეაბილიტაციის სამუშაოები მოქმედი სტანდარტების, ნორმების, ინსტრუქციების და რეკომენდაციების სრული დაცვით უნდა შესრულდეს.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 210 დღეში უნდა დასრულდეს. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა კი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს შეადგენს. 

წინადადების მიღება 19 იანვარს იწყება და 24-ში მთავრდება. 

აღსანიშნავია, რომ ანჯაფარიძისა და ხანძთელის ქუჩის რეაბილიტაცია პროექტის იმ ჩამონათვალშია, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.
















Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.