ახალი ამბები
იმერეთში, ჩასარიცხი აპარატებიდან თანხის უკანონოდ დაუფლებისთვის სამი პირი დააკავეს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ჩასარიცხი აპარატებიდან თანხის უკანონოდ დაუფლების ფაქტებზე სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ო.მ., 2006 წელს დაბადებული რ.ა. და 2006 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ხ. ჯგუფურად, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულია ო.მ., რ.ა. და გ.ხ.

სამართალდამცველებმა მოპარული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის №36 საჯარო სკოლის დირექტორმა სააპელაციო სასამართლოში
გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება,
რომელმაც ამავე სკოლის პედაგოგის ნატალია თურქაძის სამსახურიდან
გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მისი სამსახურში აღდგენა დაადგინა.
08:29 / 03.07.2026
ქუთაისის №36 საჯარო სკოლის დირექტორმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ამავე სკოლის პედაგოგის ნატალია თურქაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მისი სამსახურში აღდგენა დაადგინა.
ქუთაისში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დაახლოებით 4 900 პირია
რეგისტრირებული.
09:08 / 02.07.2026
ქუთაისში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დაახლოებით 4 900 პირია რეგისტრირებული.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.