ახალი ამბები
შობის ღამე მერიის წინ - ქუთაისში საპროტესტო-სადღესასწაულო ღამე დაანონსდა
FaceBook
პროევროპული აქციის მონაწილეები, რომლებიც ქუთაისის მერიასთან უკვე მე-40 დღეა იკრიბებიან, ქრისტეს შობის  დღესასწაულს ერთად შეხვდებიან.
ისინი ქუთასის მერიის შენობაში არსებულ სამლოცველოსთან 22:00 საათიდან შეიკრიბებიან. 

"როგორც იცით, მერიის შენობაში არის სალოცველო, რომლის ისტორიაც დიდწილად მოიცავს და იმეორებს საქართველოს ისტორიის ზოგიერთ მნიშვნელოვან ნაწილს.

სიმბოლურია, დემონსტრანტებმა შობა (იმედის დღესასწაული) ერთად აღვნიშნოთ საქართველოს ისტორიული მტრის მიერ დაზიანებულ ერთ-ერთ ტაძარში",- ამბობენ აქციის მონაწილეები. 

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მე-40 დღეა მიმდინარეობს. დემოსტრანტები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

„ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ, ამიტომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.