ახალი ამბები
რა ცვლილებები შევიდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში?
FaceBook
"ქართული ოცნების" პარლამენტმა, 13 დეკემბერს, მე-3 მოსმენით მხარი დაუჭრა "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" ცვლილებებს.

ცვლილებების მიხედვით, დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, იქნებიან არა პროფესიული საჯარო მოხელეები, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; მათი ხელშეკრულების ვადა არ იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაზე ხანგრძლივი; თანამდებობაზე მათ დასანიშნად არ იქნება სავალდებულო კონკურსის ჩატარება, აღარ მოეთხოვებათ იცოდნენ სახელმწიფო ენა, იყვნენ 18 წელს მიღწეული და ჰქონდეთ მოხელის სერტიფიკატი. აღნიშნული თანამდებობის პირების გათავისუფლება შესაძლებელი იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით და გათავისუფლებული პირი მიიღებს კომპენსაციას მხოლოდ 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

ცვლილებები შეეხო საკონკურსო კომისიასაც. ამიერიდან, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნავს ამავე დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს ან მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს (აქამდე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ინიშნებოდა პირველი ან მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე).

ცვლილების მიხედვით, მარტივდება რეორგანიზაციის პროცესი. აქამდე მოქმედი რედაქციით, რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების შემთხვევაში, მოხელეს შეეძლო გადასულიყო იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე. რეორგანიზაციისას, შტატების შემცირების გამო, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელი იყო მხოლოდ ასეთი მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში. ახლა კი აღნიშნული გარანტია მოხელეებზე აღარ გავრცელდება და შესაძლებელი იქნება მათი თანამდებობიდან გათავისუფლება, იმის მიუხედავად, შესაძლებელია თუ არა მობილობა. გარდა ამისა, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენა ვერ მოხდება სასამართლოს მიერ მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი. თუ გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო მოიგო, მას მიეცემა განაცდური და 3 თვის კომპენსაცია.

იცვლება მოხელის შეფასების პერიოდულობაც, რაც 1 წლის ნაცვლად 6 თვე იქნება. ცვლილება ხელმძღვანელს ანიჭებს უფლებას, მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, მოხელეს დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკანონმდებლო ცვლილებებს კრიტიკულად ნეგატიურ შეფასებას აძლევენ. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ასუსტებს საჯარო მოხელის უფლებებს, იძლევა რეორგანიზაციის პოლიტიკური წმენდისთვის გამოყენების შესაძლებლობას და აყალიბებს რეპრესიულ მიდგომებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის სახლთან
საპროტესტო შეკრებისთვის, აქციის 9 მონაწილის სასამართლო პროცესი
გაიმართება.
09:52 / 10.02.2025
დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის სახლთან საპროტესტო შეკრებისთვის, აქციის 9 მონაწილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ხვალ, 8 თებერვალს, ქუთაისში, ემიგრანტების ოჯახების მარში
დაიგეგმა. 
14:23 / 07.02.2025
ხვალ, 8 თებერვალს, ქუთაისში, ემიგრანტების ოჯახების მარში დაიგეგმა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.