ახალი ამბები
ქუთაისში ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აანთეს
FaceBook
21 დეკემბერს, ქუთაისის მერიამ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აანთო.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ არ გაითვალისწინა სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა, რომ ნაძვის ხე გასართობი ღონისძიებების გარეშე აენთოთ.

"ნაცემი ადამიანების  ჯინაზე ქუთაისის მერიამ, "ქართულმა ოცნებამ" ჯინაზე საზეიმოდ აანთო ნაძვის ხე. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ხალხის არ ესმის", - ამბობს პროევროპული აქციის მონაწილეები.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ერთ სივრცეში გამართული პროტესტი და ზეიმი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ცოცხალი ჯაჭვით იყო გამოყოფილი.



ქუთაისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პროევროპული აქციები 24-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.

მოქალაქეები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს.

დემოსტრანტები ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის
ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.
09:20 / 05.07.2026
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.