ახალი ამბები
"აანთეთ უკვე? - მაინც ბნელა" - ბაღდათის მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე გაანათეს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო.
მოქალაქეებმა ნაძვის ხის საზეიმო ვითარებაში განათება გააპროტესტეს, იმ ფონზე, როცა დედაქალაქში, რეპრესიების, ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის შედეგად 500-მდე ადამიანია დაშავებული.

ამასთა, აქციის მონაწილეების თქმით, მაშინ, როცა ბაღდათში, რამდენიმე დღის წინ 16 წლის გოგონა გარდაიცვალა, მუნიციპალიტეტი საზეიმო ღონისძიებებს არ უნდა მართავდეს. 

მოქალაქეებმა ზეიმის ადგილზე ბანერები მიიტანეს, წარწერით: "აანთეთ უკვე? - მაინც ბნელა", "ბაღდათი ირჩევს ევროპას", "არა ძალადობას".

"არ შეგვეძლო, არ გამოვსულიყავით და ჩვენი სათქმელი არ გვეთქვა, მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა და სულ რომ არაფერი ხდებოდეს ქვეყანაში, სულ მცირე თანაგრძნობა უნდა გამოეჩინათ და ეს ტაშ-ფანდური და მარაზმი არ გაემართათ. ამასთან, უამრავი ადამიანი ციხეშია, განაჩენის მოლოდინში, უამრავი ადამიანი ათენებს და აღამებს რუსთაველზე და არაფერს ანგარიშს არ უწევენ. მეორე საქართველო და მეორე რეალობა შექმნეს, ამიტომ ასე მშვიდად ამას ვერ შევხედავდით", - ამბობს ადგილობრივი თამარ სირბილაძე.

მოქალაქეთა პროტესტი, რომელიც ზეიმის პარალელურად მიმდინარეობდა, ქუთაისის მსგავსად, არც ბაღდათში შეიმჩნიეს. 

მერიის ოფიციალურ გვერდზე ატვირთული ფოტოებიდან არც ერთზე არ არის ასახული კონცერტის პარალელურად მიმდინარე პროტესტი. 

საახალწლო ღონისძიებები ბაღდათში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, საღამოს კი ანსამბლ შვიდკაცას, ჯგუფ ალეგროს, ღამის შოუს ბენდის კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

ამავე თემაზე:

როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება“ რეალობის გაყალბებას ქუთაისში

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის სახლთან
საპროტესტო შეკრებისთვის, აქციის 9 მონაწილის სასამართლო პროცესი
გაიმართება.
09:52 / 10.02.2025
დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის სახლთან საპროტესტო შეკრებისთვის, აქციის 9 მონაწილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ხვალ, 8 თებერვალს, ქუთაისში, ემიგრანტების ოჯახების მარში
დაიგეგმა. 
14:23 / 07.02.2025
ხვალ, 8 თებერვალს, ქუთაისში, ემიგრანტების ოჯახების მარში დაიგეგმა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.