ახალი ამბები
მოქალაქეებმა, ნაძვის ხესთან, სასტიკად ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები მიიტანეს
FaceBook
ქუთაისში, ნაძვის ხესთან, სადაც მერია ახალი წლის მოახლოებას ზეიმობს, მოქალაქეებმა პროევროპულ აქციებზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები მიიტანეს.

"არა მოძალადე რეჟიმს" - ამ სლოგანით მათ ქუთაისის მერიის გადაწყვეტილება, საზეიმოდ აანთოს ნაძვის ხე, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და თქვეს, რომ "ქართული ოცნება" პარალელური რეალობის შექმნას ცდილობს.

"მორალური უფლება არ მაქვს ახალი წელი ვიზეიმო, როდესაც საპროტესტო აქციის ამდენი მონაწილე უსამართლოდ იმყოფება ციხეში. მეც შვილები მყავს და არ მინდა მათი ისეთ ქვეყანაში აღზრდა, სადაც სისტემა ასე სასტიკად უსწორდება მოქალაქეებს", - ამბობს აქციის მონაწილე ხატია სვანაძე.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. აქციის პარალელურად, საახალწლო ვაჭრობა მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა, 20 დეკემბერს, ქუთაისის მერიას მოუწოდეს უარი ეთქვა ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებაზე და მხოლოდ სიმბოლურად გაენათებინა, ისე, როგორც ეს დედაქალაქში მოხდა, თუმცა, მერიამ მოქალაქეთა მოწოდება არ გაითვალისწინა და ქალაქის ცენტრში გასართობ ღონისძიებებს მაინც ატარებს. 19:00 საათზე კი ნაძვის ხის საზეიმოდ განათებას გეგმავს.

პროევროპულ აქციებზე, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად იმართება ქვეყნის დიდ ქალაქებში, ხუთასამდე ადამიანი დააკავეს, 300-ზე მეტს კი სასტიკად სცემეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.