ახალი ამბები
"მოვითხოვთ, აანთოთ ნაძვის ხე, ღონისძიების გამართვის გარეშე"- მოქალაქეები ქუთაისის მერიას მიმართავენ
FaceBook
21 დეკემბერს, ქუთაისში დაგეგმილ ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას, სამოქალაქო აქტივისტები განცხადებით ეხმაურებიან.

ისინი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი, რა დროსაც ათობით აქციის მონაწილე დაშავდა და ნაძვის ხე ღონისძიებების გარეშე გაანათოს. 

"ქუთაისის მერიამ, ქვეყანაში მიმდინარე რთული პოლიტიკური, კონსტიტუციური და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისების ფონზე, 21 დეკემბერს, ქალაქში, ნაძვის ხის საზეიმო ანთება დაანონსა. ეს მაშინ როცა, დედაქალაქში, რეპრესიების, ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის შედეგად 500-მდე ადამიანია დაშავებული.

მოვუწოდებთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, იხელმძღვანელოს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით და ღონისძიებების გარეშე გაანათოს ნაძვის ხე, ვინაიდან ცენტრალური მოედანი ახლოსაა ქუთაისის მერიის შენობასთან, სადაც ყოველდღე, უწყვეტად, რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამო იკრიბებიან ადამიანები. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება, საზეიმო ვითარებაში აანთოს ნაძვის ხე, აღქმული იქნება პროვოკაციად, რომელიც საზოგადოების გაღიზიანებას ისახავს მიზნად. მოვითხოვთ აანთოთ ნაძვის ხე ღონისძიების გამართვის გარეშე", -  ამბობენ აქციის მონაწილეები. 

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მიმართვის მიუხედავად, ნაძვის ხეს, გეგმისამებრ გასართობი ღონისძიებების ფონზე გაანათებენ.

ქვეყანაში და ქალაქში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, ქუთაისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება და 21 დეკემბერს, 19:00 საათზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს საზეიმო ვითარებაში ანთებს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ 21 დეკემბერსაა დაგეგმილი დედაქალაქში ქუთაისელების მარშიც. 

ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები 23-ე დღეა მიმდინარეობს.

მოქალაქეები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც,  „ქართულ ოცნებას“  2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს.

დემოსტრანტები ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.


ამავე თემაზე:


პროტესტის ფონზე, ქუთაისის მერია ნაძვის ხეს 21 დეკემბერს აანთებს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.