ახალი ამბები
28 დეკემბერს, ქუთაისში, ევროპული მომავლისთვის, ერთობის ჯაჭვი გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველისა და თეთრ ხიდზე, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ერთობის ჯაჭვი გაკეთდება.
ამ ფორმით, მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების მიმდინარეობისას დაკავებულთა გათავისუფლებას. 

"ასევე, ვუცხადებთ პროტესტს ივანიშვილის მიერ დასმული არალეგიტიმური პრეზიდენტის ე.წ. ინაუგურაციას, რომელიც რეჟიმის დადგმული ფარსია. ახალი საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა!",- ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 

"ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის”, 28 დეკემბერს, 15:00-ზე, საქართველოს ქალაქებისა და სოფლების ცენტრალურ ხიდებზე, მოედნებზე და გამზირებზე გაკეთდება. 

"გავაკეთოთ “ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის”. დები, ძმები, ნებით ვდგებით ერთმანეთის ხიდებად. ჩავდგებით ერთსაათიან ჯაჭვში",- ამბობენ აქციის მონაწილეები. 



პროევროპული აქციები საქართველოში 2-ე დღეა იმართება. 

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ. ამიტომ ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის სახლთან
საპროტესტო შეკრებისთვის, აქციის 9 მონაწილის სასამართლო პროცესი
გაიმართება.
09:52 / 10.02.2025
დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის სახლთან საპროტესტო შეკრებისთვის, აქციის 9 მონაწილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ხვალ, 8 თებერვალს, ქუთაისში, ემიგრანტების ოჯახების მარში
დაიგეგმა. 
14:23 / 07.02.2025
ხვალ, 8 თებერვალს, ქუთაისში, ემიგრანტების ოჯახების მარში დაიგეგმა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.