ახალი ამბები
საუნივერსიტეტო საზოგადოების პროტესტი - 17 დეკემბერს, ქუთაისში, აქცია გაიმართება
FaceBook
17 დეკემბერს, ქუთაისში, სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პროფესორ-მასწავლებლების პროევროპული აქცია გაიმართება.

საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, კოლონადებთან, 19:00 საათზე, შეიკრიბებიან, შემდეგ კი მერიის წინ გადაინაცვლებენ, სადაც უკვე მე-20 დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

"შეუძლებელია ასეთ მნიშვნელოვან მომენტში საუნივერსიტეტო საზოგადოებამ არ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ყველა უნივერსიტეტელს, ვინც თვლით, რომ გადამწყვეტი ეტაპი დგას ჩვენს ქვეყანაში, ვინც პასუხისმგებლობას არ გაურბიხართ, ვინც ჩვენი შვილების ხვალინდელ დღეზე ფიქრობთ, გელოდებით ხვალ, 17 დეკემბერს, 19:00-ზე კოლონადებთან. ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა დანარჩენ საქართველოს",- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციები, საქართველოს მასშტაბით, უკვე მე-20 დღეა იმართება.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ. ამიტომ ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.
მიმდინარე წლის გასულ სამ თვეში (მეორე კვარტალში) ქვეყანაში
უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა.
12:56 / 19.08.2025
მიმდინარე წლის გასულ სამ თვეში (მეორე კვარტალში) ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.