ახალი ამბები
"ქართული ოცნება" დღეს პრეზიდენტს ირჩევს
FaceBook
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს.

დღეს, 14 დეკემბერს, არაპირდაპირი წესით, პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით.

პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.

პრეზიდენტი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს, რომელსაც, ძირითადად, „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.

კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.

კენჭისყრის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია "აჩვენე დიპლომი ყაველაშვილს" მიმდინარეობს. 

26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები, რომლებიც მე-17 დღეა აქციებს მართავენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული მიხეილ ყაველაშვილის არჩევას „პროვოკაციას“ და „პაროდიას“ უწოდებს და აცხადებს, რომ არსად მიდის. 

პრეზიდენტი თვლის, რომ ლეგიტიმური პარლამენტის არჩევის შემდეგ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები, მანამდე კი, როგორც განმარტავს, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის თავად დარჩება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
134-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციისა და სამკვირიანი შიმშილობის
მიუხედავად, მაღაროელების ბედით ისევ არავინ დაინტერესებულა.
10:48 / 11.07.2025
134-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციისა და სამკვირიანი შიმშილობის მიუხედავად, მაღაროელების ბედით ისევ არავინ დაინტერესებულა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი
კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა
ჩამოიშალა.
10:46 / 10.07.2025
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა ჩამოიშალა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.