ახალი ამბები
"აღარ გვესმის საუბრები აფხაზეთში დაბრუნებაზე" - ორგანიზაცია "ჩვენი აფხაზეთი" დაფუძნდა
FaceBook
ორგანიზაციის მიზანია დევნილების აფხაზეთში დაბრუნების საკითხის წინ წამოწევა.

დღეს, მოქალაქეთა გაერთიანებული კავშირი "ჩვენი აფხაზეთი" დაფუძნდა. ორგანიზაციის პრეზენტაცია წყალტუბოში შედგა.

"ჩვენი აფხზეთის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, როლანდ ნიჟარაძის განმარტებით, ახლადშექმნილ ორგანიაზაციაში ამ დრომდე არებული სხვადასხვა არასამთვარობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები არიან გაერთიანებული.

როლანდ ნიჟარაძის განმარტებით, ორგანიზაციის მიზანია დევნილების აფხაზეთში დაბრუნების საკითხის წინ წამოწევა.

"უკვე კარგა ხანია აღარ გვესმის საუბრები აფხაზეთში დაბრუნებაზე. შესაბამისი სამინისტრო მხოლოდ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების დაკმაყოფილებით არის დაკავებული. პარლამენტში ამ საკითხს არავინ აჟღერებს. არ გვინდა შუამავალი სხვა ვინმე პარლამენტში, რადგან ჩვენ თვითონ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ პარლამენტში მოვხვდეთ და ტერიტორიების დაბრუნების საკითხი მეტად აქტიური გავხადოთ", - განაცხადეს ორგანიზაციის პრეზენტაციაზე.

მოქალაქეთა გაერთიანებული კავშირი "ჩვენი აფხაზეთი" საპარლამენეტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის
ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.
09:20 / 05.07.2026
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.