ახალი ამბები
არა მოძალადე რეჟიმს! - პროევროპული აქციების მე-12 დღე ქუთაისში
FaceBook
პროევროპული აქციების მე-12 დღეს, ქუთაისში, მოქალაქეები ქალაქის მერიასთან კვლავ შეიკრიბებიან. 

"არა მოძალადე რეჟიმს"- ამ ლოზუნგქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლების მიერ საგარეო კურსის ცვლილებას ისევ გააპროტესტებენ. 

ისინი კიდევ ერთხელ დაგმობენ "ქართული ოცნების" მიერ ქვეყანაში დაწყებულ ტერორს და აქციებისას დაკავებულ და დაშავებულ ადამიანებს სოლიდარობას გამოუცხადებენ. 

თერთმეტი ღამეა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც. მათ მოთხოვნებს ბოლო დღეებში შეემატა საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი .

350-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, 26 აქტივისტის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულთა ასაკი 15 წლიდან იწყება.

ნაცემია 300- ზე მეტი მოქალაქე, მათგან ჰოსპიტალიზება დასჭირდა 80-მდე პირს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგებაძე მას თავს დაესხა.
11:26 / 10.05.2026
გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგებაძე მას თავს დაესხა.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ
სამხედრო კონფლიქტად მიიჩნევა, რომელმაც მილიონობით ადამიანის
სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეცვალა.
14:04 / 09.05.2026
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ სამხედრო კონფლიქტად მიიჩნევა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეცვალა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.