ახალი ამბები
19 ნოემბერს დაკავებულები იზოლატორში რჩებიან
FaceBook
19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე დაკავებულები ისევ იზოლატორში რჩებიან.

მათი სასამართლო პროცესები ჯერჯერობით არ ჩანიშნულა. ამ დროისთვის იზოლატორში 13 პირი იმყოფება. ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე არის დაკავებული.

19 ნოემბრის დილას, პოლიციამ აქცია დაშალა. ძალის გამოყენებით დააკავა 16 ადამიანი. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლა. დაკავებულთა შორის იყო ტელეკომპანია "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელიც ასევე თავისუფალია.

ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, რომელსაც საზოგადოებას რამდენიმე საათში გააცნობს. ამ დროისთვის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. 

გუშინ საღამოს, აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ როგორც ჭავჭავაძის, ასევ მელიქიშვილის გამზირზე. ადგილზე გაშლილი იყო კარვებიც. გამთენიისას პოლიციამ მოუწოდა მომიტინგეებს ტერიტორია გაეთავისუფლებინათ, რის შემდეგაც აქტივისტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა მოგვიანებით მელიქიშვილის გამზირიც დატოვეს, თუმცა, აცხადებენ, რომ ეს დროებითი პაუზაა, რაც ახალი გეგმის დასახვისთვის უნდა გამოიყენონ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და  მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
11:19 / 16.10.2025

ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის, სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და  მთავრობის სახლის გადატანის შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
10:50 / 16.10.2025
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.