ახალი ამბები
"პროტესტი განსხვავებული სტრატეგიით გაგრძელდება"- ოპოზიცია ახალ გეგმას წარადგენს
FaceBook
ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმას რამდენიმე საათში წარადგენს.

ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ პროტესტი განსხვავებული სტრატეგიით გაგრძელდება და ეს ხელისუფლებისთვის სიურპრიზი იქნება.

ამ დროისთვის მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

გუშინ საღამოს, აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ როგორც ჭავჭავაძის, ასევ მელიქიშვილის გამზირზე. ადგილზე გაშლილი იყო კარვებიც. გამთენიისას პოლიციამ მოუწოდა მომიტინგეებს ტერიტორია გაეთავისუფლებინათ, რის შემდეგაც აქტივისტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა მოგვიანებით მელიქიშვილის გამზირიც დატოვეს, თუმცა, აცხადებენ, რომ ეს დროებითი პაუზაა, რაც ახალი გეგმის დასახვისთვის უნდა გამოიყენონ.

გუშინ ღამესვე, სტუდენტების ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შევიდა. მათი თქმით, იქ იქამდე დარჩებიან, ვიდრე რექტორი ჯაბა სამუშია პოსტს არ დატოვებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.