ახალი ამბები
პოლიციამ აქციაზე 16 ადამიანი დააკავა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლის დროს, 16 ადამიანი დააკავეს.

ყველა მათგანის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

დაკავებულებიდან სამი, ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის იყო ტელეკომპანია "მთავარი არხის" ოპერატორი, სერგო ბარამიძეც, რომელიც ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უწყვეტი აქცია 17 ნოემბერს დაიწყო. აქტივისტებმა უკვე ორი ღამე გაათენეს კარვებში. დღეს, დილის რვა საათზე, მელიქიშვილის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების დაკავება ძალის გამოყენებით დაიწყეს.

დაკავებების მიუხედავად, აქტივისტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არჩევნებზე ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ხმებს არ დაიბრუნებენ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.