არ გვჭირდება "ოდეერ-ის" ჯაშუშები უნივერსიტეტში - ქუთაისელმა სტუდენტებმა თსუ-ს სოლიდარობა გამოუცხადეს.
განათლება ჩვენი უფლებაა! არა - სტუდენტთა შეურაცხყოფას ადმინისტრაციის მხრიდან-ეს ის გზავნილები იყო, რომელიც დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა გააპროტესტეს.
„სოლიდარობას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტებს და ვიზიარებთ მათ
მოსაზრებებს, რადგან იგივე სტუდენტურ თვითმმართველობასთან და
განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები გვაწუხებს ჩვენც.
სტუდენტური თვითმმართველობა უნდა ემსახურებოდეს ყველა სტუდენტებს და
არა კონკრეტულად შერჩეულ სტუდენტებს. ასევე, მოვითხოვთ
უნივერსიტეტის პოლიტიკიდან გათავისუფლებას“ - ამბობს ქუთაისის აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მაია გიორგაძე.
აქცია ქუთაისის ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზებით გაიმართა.
ხარაგაულის სოფელ ხემაღალისა და ღვერკის შემდეგ, საცხოვრებელ სახლებზე ბზარები უკვე მეზობელ სოფელ ხორითშიც გაჩნდა.
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა — დაშავდა 13 ადამიანი




მასალის გამოყენების პირობები