ახალი ამბები
ზესტაფონის ქარხანაში, სადაც საწარმოო პროცესი შეჩერებულია, სარემონტო სამუშაოები იწყება
FaceBook
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომელიც 1 მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმზეა გადასული, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები იწყება.

როგორც ქარხნის დირექტორმა გოჩა ქურდაძემ განმარტა, აღნიშნულ პერიოდში დასრულდება ღუმელების მიმდინარე და დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები. 

"მსოფლიოში შექმნილი გლობალური კრიზისის გამო, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა გადავიდა დროებითი მართვის რეჟიმში. ამ პერიოდს ჩვენ გამოვიყენებთ, მიზნობრივად, სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად. კაპიტალური რემონტი დამთავრდება #21-ე ღუმელზე, გაგრძელდება #28-ე ღუმელის კაპიტალური შეკეთება. მიმდინარე შეკეთებები ჩაუტარდება #26-ე და #27-ე ღუმელს, ასევე პირველი საამქროს მეოთხე ღუმელს, აგრეთვე გაგრძელდება #24-ე ღუმელის ტრანსფორმატორების შეკეთება. ის პერსონალი, რომელიც დასაქმებული იქნება მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებაზე, ანაზღაურებას მიღებს 100%-ით",- განაცხადა გოჩა ქურდაძემ. 

მისივე თქმით, საწარმოს გაჩერების პერიოდში სარემონტო სამუშაოები განხორციელდება გაზგამწმენდ დანადგარებზეც. 

"როგორც კი სრული სიმძლავრით შევუდგებით მუშაობას, მაგ დროს ინფრასტრუქტურულად გამართული რომ შეხვდეს ქარხანა, რისი იმედიც ნამდვილად გვაქვს. ყველა საქმეს დავამთავრებთ იმ ხარისხით, რომელიც განაპირობებს შემდგომში წარმოების ზრდას და განვითარებას",- განმარტა გოჩა ქურდაძემ. 

1-ლი ნოემბრიდან, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ წარმოების პროცესი გააჩერა. "ჯორჯიან მანგანეზში", რომელიც საწარმოში 100%-იანი წილის მფლობელია, წარმოების პროცესის შეწყვეტა მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმის ფასების მკვეთრი ვარდნისა და მოთხოვნის შემცირების მიზეზით ახსნეს. ასევე, განაცხადეს, რომ გართულებულ პირობებს თან დაერთო მადნის დეფიციტი, რაშიც სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტის მონაწილეები დაადანაშაულეს. 

კომპანიაში განაცხადეს, რომ ამ პირობებში, თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადაუხდიან და სრულად შეუნარჩუნებენ სადაზღვევო პაკეტს. თანამშრომლების იმ ნაწილს კი, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებში ჩაერთვებიან, ხელფასის 100%-ს აუნაზღაურებენ. 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დროებითი მართვის რეჟიმის პირობების შესახებ შათანხმებას ყველა თანამშრომელმა მოაწერა ხელი.

რაც შეეხება ჭიათურის მაღაროს, სადაც ასევე გაჩერებულია მუშაობა, იქ დასაქმებულთა ნაწილი კომპანიის პირობებს არ ეთანხმება და აქციებს მართავს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.