ახალი ამბები
"არ ვეგუებით რუსეთს" - თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
FaceBook
დღეს, 19:00 საათზე, დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციაზე ის ადამიანები შეიკრიბებიან, ვინც არ ეთანხმება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და თვლის, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვებით, საქართველოში რუსულმა რეჟიმმა გაიმარჯვა.

მოქალაქეებს პროტესტისკენ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მოუწოდა.

"ერთად დავდგეთ და გამოვუცხადოთ მსოფლიოს - ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას საქართველოში, არ ვეგუებით ახალი ფორმის დაპყრობას", - განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგზე, რომელსაც "ქარტიის" ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მმართველმა პარტიამ ხმების 53 %-ზე მეტი მიიღო.

ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ.

ცესკოს ინფორმაციით, შედეგები ასეთია:

"ქართული ოცნება" - 53.931 %

"კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა" – 11,035%

"ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას" – 10.167%

"ძლიერ საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" – 8,81%

"გახარია საქართველოსთვის" - 7.768%

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მასობრივი დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა. საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იყვნენ მმართველი პარტიის მიერ დაქირავებული პირები, რომლებიც ზეწოლას ახორციელებდნენ ამომრჩევლებზე, სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდნენ მედიის წარმომადგენლებზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #არჩევნები 2024
მსგავსი სიახლეები
13:27 / 24.04.2025
"ჯორჯიან მანგანეზმა"  თანამშრომლების  დათხოვნა დაიწყო.
2 მაისს, ქუთაისის სახალხო დღესასწაულის “გვირილობის
12:46 / 24.04.2025
2 მაისს, ქუთაისის სახალხო დღესასწაულის “გვირილობის" აღსანიშნავად, ქალაქში, ღია ცის ქვეშ, გალაკონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.