ახალი ამბები
,,ენერგო-პრო ჯორჯია“ 26 ოქტომბერს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
FaceBook
საქართველოს საპარლამენტი არჩევნების დღეს, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

ამის შესახებ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ მამისეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში, საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ. ასევე მობილიზებული იქნება ტექნიკაც.

გრიგოლ მამისეიშვილის განცხადებით, კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების სია ცენტრალურ საარჩევნო კომპანიას უკვე გადაეგზავნა, ამასთან, ცესკოს წარმომადგენელს პირდაპირი კონტაქტი ექნება კომპანიის მთავარ დისპეტჩერთანაც.

,,კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს საარჩევნო უბნების ელექტროენერგიით მომარაგებას, თუმცა, უამინდობის, ან სხვა გაუთვალისწინებელი ავარიის შემთხვავაში, ელექტროენერგიის მიწოდება თუ შეუწყდება საარჩევნო უბანს, ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატები, დენის წყაროს გარეშე შეუფერხებელ მუშაობას რამდენიმე საათის განმავლობაში შეძლებენ, შესაბამისად საარჩევნო პროცესი არ შეფერხდება. მიუხედავად ამისა, კომპანია მზადაა სწრაფი და დროული რეაგისრებისათვის“, - განაცხადა გრიგოლ მამისეიშვილმა.

მისი თქმით, კომპანია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველანაირად შეეცდება, რომ საარჩევნო პროცესმა ენერგომომარაგების მხრივ უმტკივნეულოდ ჩაიაროს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ შენობებში, სადაც საარჩევნო უბნები იქნება განთავსებული, ელექტროენერგიის შიდა ქსელი იყოს მოწესრიგებული, გამხოლოებული და ადგილებზე იმყოფებოდნენ ელექტროგაყვანილობაზე პასუხისმგებელი პირებიც.

26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.