ახალი ამბები
„თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რისთვისაც გვიწევს ბრძოლა და რისთვისაც ღირს ბრძოლა“
FaceBook
თავისუფლების ლიტერატურა  - ეს საკითხი გახდა მთავარი განხილვის თემა შეხვედრაზე, რომელიც USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ქუთაისში გაიმართა.

მომხსენებლებმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარინე სალდაძემ და მწერალმა დავით ტურაშვილმა თავისუფლების ცნება ხედვის სხვადასხვა ჭრილიდან გააშუქეს - როგორ განიხილავს თავისუფლებას სამართალი და როგორ ხედავს მას ლიტერატურა.

"როდესაც ვსაუბრობთ თავისუფლებაზე როგორც ღირებულებაზე, თავისუფლება არ არის ის, რასაც ახლახან მივხვდით და ახლახან გავიაზრეთ. მთელი კაცობრიობის ისტორიამ დაგვიდასტურა ის, რომ თავისუფლება არის მთავარი ღირებულება რისთვისაც გვიწევს ბრძოლა და რისთვისაც ღირს ბრძოლა", - აღნიშნა დარინე სალდაძემ.

დარინე სალდაძემ თავისუფლების დიდ ქარტიაზე, იგივე მაგნა კარტაზე ისაუბრა, რომელიც შეიქმნა ინგლისში 2015 წელს და იგი მიიჩნევა თანამედროვე კონსტიტუციური სამართლის ჩამოყალიბების წინაპირობად.

მომხსენებელი შეეხო პასუხისმგებლობის მნიშვნელობას, რომელიც თავისუფლების პარალელურად ჩნდება და არანაკლებ მნიშვნელობას იძენს.

„თავისუფლება უფლებათა უფლებაა, მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ თავისუფლებაზე, ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზეც. თავისულფება არ არსებობს პასუხისმგებლობის გარეშე. ეს არის თვითკონტროლის კულტურის სწავლება თავისუფლება სთან ერთად. თავისუფლებას აქვს თავისი დიაპაზონი და ეს დიაპაზონი შემოსაზღვრული არის სხვა ადამიანების თავისუფლებით", -აღნიშნა დარინე სალდაძემ.

ორივე მომხსენებელმა ისაუბრა ქართული საზოგადოების მძიმე გამოცდილებაზე, რომელიც საბჭოთა პერიოდმა გააჩინა, იმ ტოტალურმა კონტროლმა, რომელიც თავისუფლების სივრცეებს ყველგან კეტავდა.

"პოსტ საბჭოთა ქვეყანა ვართ საბჭოთა გამოცდილებით. სადაც არ არსებობდა თავისუფლება. ყველაფრის თავიდან სწავლა გვიწევს პატარა ბავშვივით ფეხს რომ აიდგამს", - აღნიშნა მწერალმა.

დავით ტურაშვილის თქმით, საქართველოში დამოუკიდებლობის დეკლარაცია არაერთხელ მიუღიათ, მაგრამ პრობლემა არა დოკუმენტებში,არამედ სადღაც სხვაგან იძებნება.

"ჩვენ ჯერ ვერ გავხდით თავისუფალი ქვეყანა თავისუფალი სახელმწიფო იმის გამო, რომ პირველ რიგში თავისუფლება არის აზროვება... რამდენიმე წლის წინ დავწერე თავისუფალი ადამიანი, რომელსაც გარეკანზე ახატია სოკო ნიყვი. და რატომ ნიყვი? აღმოვაჩინე ამ სოკოს უნიკალური თვისება. ადამიანს ხომ ყველაფერი მოჰყავს სათბურებში ერთადერთი რისი მოყავანაც არ შეუძლია არის ნიყვი. იმიტომ რომ ნიყვი თუ ა რ იზრდება თავისუფალ და ბუნებრივ გარემოში კარგავს ყველა იმ თვისებას, რაც მას აქვს. წარმოიდგინეთ ნიყვს და სოკოს როცა ასე სჭირდება თავისუფლება, ადამიანს როგორ დასჭირდება თავისუფლება~, - თქვა მწერალმა.

თავისუფლების უმთავრესი გამოხატულებაა სიტყვის თავისუფლება. საბჭოთა გამოცდილება განსაკუთრებული მტრობით გამოირჩეოდა სიტყვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის მიმართ.

"ვინ იყო მტერი? ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა. და მტერს რა უნდა უყო? უნდა მოკლა. ასე ფიქრობდნენ საბჭოეთში. განსხვავებული შეხედულებების მქონე ადმიანებს მტრებად აცხადებდნე და შემდეგ მათი მოკლა უკვე სრულიად გამართლებული იყო. მტერი იმისაა რომ უნდა გაანადგურო. ასე გაანადგურეს ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი.
შესაბამსიად საბჭოთა გამოცდილება რა არის? ის, რომ არ ასებობდა განსხვავებული აზრი. იყო ერთი ჭეშმარიტება, რომელიც სადღაც კრემლში იწერებოდა და ყველა მას უნდა დამორჩილებოდა. განსხავვებული აზრის მიმართ მტრული დამოკიდებულება დარჩა პოსტ საბჭოთა საზოგადოებაშიც", - აღნიშნა ტურაშვილმა.

მწერლის თქმით, დღესაც პოლიტიკურ სივრცეში შეინიშნება განსხვავებული აზრის მიუღებლობის ტენდენცია.

"არ სჯერათ რომ შოთა რუსთაველის ქვეყანა ვართ. რომელმაც თქვა, გვაქვს უთვალავი ფერითა. რაც განსხვავებულის, არატიპიურისა და მრავალფეროვანის მიღებას გულისხმობს," - მიაჩნია მწერალს.

მწერალ დათო ტურაშვილის პირველი რომანი 1988 წელს დაიბეჭდა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია "ჯინსების თაობა", რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წელს თავისუფალ თეატრში გაიმართა. ტურაშვილის ცნობილ ნაწარმოებთა შორისაა "ნაცნობი და უცნობი ამერიკა" (1993), სამგზავრო წერილების კრებული "კატმანდუ" (1998), და კინოსცენარები. დღეისთვის მას 12 წიგნი აქვს გამოცემული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.