ახალი ამბები
პარლამენტთან, შუქრუთელების სოლიდარობის აქცია გაიმართება
FaceBook
დღეს, 16 სექტემბერს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან, შუქრუთელების სოლიდარობის აქცია გაიმართება.

მოსახლეობა უკვე 188 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად მათთვის მიყენებულ ზიანს. ისინი 16 დღეა შიმშილობენ და მე-6 დღეა, პარლამენტთან ღამეს ათევენ.

შუქრუთში მცხოვრებლები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესებში ჩართვას სთხოვენ, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ მოლაპარაკებების წარმოება კომპანის საქმეა, ამიტომ პროტესტის მონაწილეებს ახლა მოქალაქეების მხარდაჭერის იმედი აქვთ. ისინი საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდებს და სთხოვენ, შეუერთდნენ, დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან, დაგეგმილ აქციას. 

მოსახლეობა ამბობს, რომ "ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ამიტომ, მოითხოვენ ,,ჯორჯიან მანგანეზისგან” ზიანის ადეკვატურ ანაზღაურებას, ამ პროცესებში კი ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას.

"ჯორჯიან მანგანეზში" კი ამბობენ, რომ ადამიანებს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა. ამასთან, კომპანია, ნაცვლად პრობლემების მოგვარებისა, სოფელ შუქრუთში მცხოვრებ იმ ადამიანებს უჩივის, რომლებსაც კომპანიის საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლები ენგრევათ.

შუქრუთელების მდგომარეობა, მედიასაშუალებების გარდა, ამ დრომდე არავის მოუკითხავს, არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, არც გუბერნიის ადმინისტრაციიდან და არც სახალხო დამცველის აპარატიდან. მათ შორის არც რუსულ კანონზე ხელმომწერ, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძეს.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ქუჩაში, 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირიც ამოიკერეს.

მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220 დღიანი პროტესტის შემდეგ შედგა.

"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.