ახალი ამბები
„ვეფხისტყაოსნის“ შესავალში უთვალავ ფერზეა ხაზგასმა, ევროკავშირის დევიზიც ასეთია "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია"
FaceBook
რატომ ა რის ევროპა ჩვენი ბუნებრივი წიაღი?
სად ჩანს ევროპულ ღირებულებებთან ერთობა?


ამ საკითხებს შეეხო შეხვედრა, რომელიც ქუთაისში მონ-პლაზირის ტერიტორიაზე გაიმართა და რომლის ორგანიზებაც მოძრაობა „აირჩიე ევროპამ“ მოახდინა.

მოძრაობის წარმომადგენლებმა ფართო საზოგადოებსთვის ცნობილმა სახეებმა მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას და ევროპული არჩევანისა და 26 ოქტომბრის არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ესაუბრეს.

სპიკერთა შორის იყო მწერალი დავით გორგილაძე, რომელმაც ევროპასთან ჩვენს ისტორიულ კავშირებსა და ამის პარალელურად არსებულ მავნე პრპაგანდის გავლნებზე ისაუბრა

"ვეფხისტყაოსნის შესავალში უთვალავ ფერზეა ხაზგასმა, ევროკავშირის დევიზიც, რამდენადაც მახსოვს, არის ასეთი "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია".

დღეს, მე მგონი, ჩვენ ვცხოვრობთ რაღაც რადიაციული პროპაგანდის დასხივების ქვეშ. რაღაცებს გვეუბნებიან იმის შესახებ, რომ არიქა, ევროპა არის ის ადგილი, რომელიც ჩვენ ნებსით თუ უნებლიედ დაგვაკარგინებს იმ ტრადიციებს, რომლებიც  გვაქვს. მგონია რომ აბსოლუტურად პირიქითაა ყველაფერი.  ევროპა არის ის ადგილი, რომელსაც აინტერესებს ჩვენი ისტორია, ჩვენი ტრადიცია იმიტომ რომ ხვდება, რომ მრავალფეროვნება ნიშნავს უფრო მეტ ძალას, უფრო მეტ ადამიანს, უფრო მეტ გონებას, ინტელქექტს და უფრო დიდ ეკონომიკას", - აღნიშნა დავით გორგილაძემ.

მწერალმა მიუთითა, რომ ევროპა გველოდება და ჩვენ მათთვის უცხო არა ვართ, მითუმეტეს უცხოობის განცდა არ უნდა ჰქონდეს ქართველს, რომელიც მისი ფესვებით ევროპულ წიაღს უკავშირდება.

"ეს ადამიანები გველოდებინ ისეთებს როგორებიც ვართ და ჩვენ არ გვაქვს ისეთი განცდა, რომ დამატებით ტვირთად შევდივართ ევროპაში ჩვენ შევდივართ ძალიან დიდი ისტორიით, კულტურით გემოვნებით, უნიკალური ტრაციდიით, უნიკალური ღვინით".

სამაგიეროდ არის მეორე წიაღიც რუსული, რომელსაც საქართველო მხოლოდ გასართობ ადგილად მიაჩნია, მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს და ნაკლები პატივისცემა ქართული კულტურისა და ისტორიის მიმართ.

" ის წიაღი, რომელშიც დღე ჩვენ გვექაჩებიან ჩრდილოური, რუსული წიაღი, ეს არის წიაღი, რომელიც ჩვენ აღგვიქვამს მხოლოდ როგორც ტაშ-ფანდურის, აჭარული ხაჭაპურის ქვეყნად და მათი წარმოდგენით ჩვენ ვართ მხოლდო ჭამა და გართობა. ევროპას ჩვენ ვაინტერესებთ ისეთები როგორებიც ვართ ჩვენი ტადიციით განათლებით, მეცნიერებით და კულტურით და ჩემთვის ამ მიმართულებით წილი ნაყარია უკვე ძალიან დიდი ხანი".
დავით გორგილაძე საქართველოს ისტორიას წარმოადგენს, როგორც ევროპულ ოჯაში დაბრუნების ისტორიას

"მე მრჩება განცდა, რომ ეს ქვეყანა მთელი თავისი ბედიღბლით ევროპულ ოჯახში დაბრუნების ისტორია, რომელიც როგორც კარგად რომანში ხდება ხოლმე რიგი მიზეზების გამო ფერხდება ხოლმე. ბოლო 200 წლიანი შეფერხება კი ვიცით რაც იყო, ყოველგვარი გადაჭარბების და რიტორიკის გარეშე ვამბობ. ის, რაც ამ წლის შემოდგომაზე გველის არის კულმინაციის მომენტი, როდესაც რეალურად ვაკეთებთ არჩევანს იმასთან დაკავშირებით როგორ სრულდება ეს რომანი. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუმცა არც არის აუცილებელი ყველა რომანს ბედნიერი დასასრული ჰქონდეს, მე ვისურვებდი რომ აი ამ ამბავს ჰქონდეს ბედნიერი დასასრული და შემდეგ მომდევნო სერიებში უკვე კონფლიქტად შემოვიტანოთ, სხვა რაღაცები, მაგალითად ოთხი სამუშაო დღე გვექნება კვირაში თუ ხუთი", - ამბობს მწერალი.

სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპა" მიმდინარე წლის 11 ივლისს დაფუძნდა. ის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს (ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებსა და აქტიურ მოქალაქეებს) აერთიანებს, ვისთვისაც მთავარ მიზანს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე დაბრუნება წარმოადგენს. მოძრაობის მიზანია, დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

სამოქალაქო მოძრაობა 26 ოქტომბრამდე 100 დღიან უწყვეტ ევროპულ მარათონს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, საქართველოს მოსახლეობასთან ე.წ. "ევრომობილების" საშუალებით ჩავლენ, გააცნობენ ინფორმაციას, თუ რატომ და როგორ აირჩიონ ევროპა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.