ახალი ამბები
"ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ვეუბნებით უარს რუსულ მმართველობას"- სამოქალაქო მოძრაობის კამპანია ქუთაისში
FaceBook
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ დაფუძნებული მოძრაობის "აირჩიე ევროპა" წევრები, სამეგრელოს მუნიციპალიტეტების შემდეგ, ქუთაისშიც იმყოფებოდნენ. 


ისინი ქალაქის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ესაუბრნენ ევროპული ღირებულებების შესახებ და იმაზე, თუ რატომ არის 26 ოქტომბრის არჩევნებზე თითოეული მათგანის მისვლა მნიშვნელოვანი.

"ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ვეუბნებით უარს რუსულ მმართველობას, სხვა შემთხვევაში ქვეყანას არ ექნება მომავალი",- ასეთი იყო "აირჩიე ევროპას" წევრების გზავნილი ქუთაისის მოსახლეობის მიმართ.

აღნიშნული კამპანიის მიზანიც სწორედ ეს არის: არცერთი ევროპული ხმა არ დარჩეს სახლში და მაქსიმალურად მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. 

"ჩვენი მიზანი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის აგიტაცია. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას ვუთხრათ, რომ მათი ერთი ხმა არის გადამწყვეტი, ამიტომ უნდა მივიდნენ არჩევნებზე და მისცენ ხმა ნებისმიერ ოპოზიციურ პროევროპულ პარტიას, რაც, რა თქმა უნდა, გამორიცხავს რუსული ხელისუფლების მხარდაჭერას. ანუ, ყველა, მინუს ერთი და ეს მინუსი არის #41",- განმარტა მოძრაობის წევრმა ცირა ელისაშვილმა. 



ხელისუფლება რომ მოქალაქეებზე, საარჩევნოდ, ზეწოლას ახდენს და ადამიანებს აქვთ შიში იმისა, რომ გაიგებენ, ვინ ვის მისცა ხმა, ეს ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრისასაც გამოიკვეთა. 

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ გაიგებს თქვენი ხმა საით წავიდა",- მიმართა ადგილობრივებს "აირჩიე ევროპას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ. 

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მართლაც წყდება სახელმწიფოებრივი არჩევანი: ერთ მხარეს არის საქართველოს ევროპული მომავალი, მეორე მხარეს - რუსული ჭაობი.

"დარწმუნებული ვარ, საქართველო აირჩევს ევროპას, ეს მოქალაქეებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში ძალიან კარგად ჩანს. საზოგადოების უმეტესობა ზუსტად ხვდება, რა ტიპის არჩევნებთან გვაქვს საქმე, რომ ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის",- განმარტა მან. 



მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლელა ჯეჯელავას თქმით, მოქალაქეები ელოდებიან ცვლილებებს, ოღონდ საჭიროა დამატებითი ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დაცული და ვერავინ გაიგებს ვის მისცემენ ხმას, რადგან, მისივე განმარტებით, ჩანს, რომ სუსი და ძალოვანი სისტემები სერიოზულ წნეხს ახორციელებენ ადამიანებზე.

"მაგრამ, ამის მიუხედავად, არის საოცრად საიმედო განწყობა საზოგადოებაში - არა მარტო ის, რომ სწორ არჩევანს გააკეთებენ, არამედ ისიც, რომ მზად არიან საკუთარი არჩევანის დასაცავად",- განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.



რატომ გვჭირდება ევროპა? - ამაზე გააკეთეს "აირჩიე ევროპას" წევრებმა მთავარი აქცენტები მოქალაქეებთან შეხვედრისას. 

"ევროპა გვჭირდება იმიტომ რომ თავი ვიგრძნოთ უსაფრთხოდ, დაცულად; იყოს ჯანსაღი გარემო ყველა მაცხოვრებლისთვის; იყოს შესაბამისი ანაზღაურება, ხარისხიანი განათლების სისტემა;  ჯანდაცვა, რაც გამოიწვევს სტაბილურობის განცდას ჩვენს ქვეყანაში",- განმარტა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა თათია მექვაბიშვილმა.



სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ მიმდინარე წლის 11 ივლისს დაფუძნდა. ის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს (ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებსა და აქტიურ მოქალაქეებს) აერთიანებს, ვისთვისაც მთავარ მიზანს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე დაბრუნება წარმოადგენს. მოძრაობის მიზანია, დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

სამოქალაქო მოძრაობა 26 ოქტომბრამდე 100 დღიან უწყვეტ ევროპულ მარათონს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, საქართველოს მოსახლეობასთან ე.წ. „ევრომობილების“ საშუალებით ჩავლენ, გააცნობენ ინფორმაციას, თუ რატომ და როგორ აირჩიონ ევროპა. 



სამოქალაქო მოძრაობის წევრები უკვე იმყოფებოდნენ სამეგრელოს შვიდივე მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ფოთში. დღეს ქუთაისს ეწვივნენ, 30 აგვისტოს კი ბათუმის ბულვარში მუსიკალური აქცია აქვთ დაგეგმილი. სექტემბრიდან, ამავე კამპანიის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს შემოივლიან.

26 ოქტომბერს, საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.