ახალი ამბები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეატრალური დასი იქმნება
FaceBook
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის გადაწყვეტილებით თეატრალური დასი იქმენა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თეატრალურ დასში მოხვერისთვის ვადა 15 მარტამდე აქვთ.

თეატრალური დასის ხელმძღვანელის თორნიკე ჭელიძის თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი რამდენი სტუდენტი გახდება თეატრალური დასის წევრი.

"ჯერ არ ვიცით, რამდენი კონკურსანტი მიიღებს კასტინგში მონაწილეობას. შესაძლებელია დასში დავიტოვოთ 16 მსახიობი, რვა გოგო და რვა ბიჭი. თუმცა ამას კონკურსის მიმდინარეობასთან ერთად გადავწყვეტთ," - განაცხადა თორნიკე ჭელიძემ.

თეატრალური დასისთვის მსახიობების შესარჩევი კონკურსი 16-17 მარტს გაიმართება. დასისთვის მსახიობებს თორნიკე ჭელიძესთან ერთად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილი და თვითმმართველობის წევრები შეარჩევენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა თვითმმართველობის ოთახში შეუძლიათ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.