ახალი ამბები
"ჩვენი მშვიდობა დგას დასავლეთის მხარდაჭერაზე"- ლაშა ტუღუში ქუთაისში სამოქალაქო სექტორს შეხვდა
FaceBook

„ოქტომბრის არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან, დღეს წყდება საქართველოს ბედი, სად ვიქნებით, ვიქნებით ევროპაში, თუ არა“ - განაცხადა პოლიტიკის ექსპერტმა ლაშა ტუღუშმა ქუთაისში, RICDOG-ის ოფისში, გამართულ შეხვედრაზე.



სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ის ქვეყანაში შექმნილ იმ რთულ ვითარებას შეეხო, რომელიც ე.წ გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებამ მოიტანა. ასევე, განიხილა მიმდინარე პროცესები ევროპული ინტეგრაციის კონტექსტითაც, ვინაიდან, მისი თქმით, სწორედ ამ არჩევნებით წყვეტენ მოქალაქეები მომავალში სად უნდა ვიყოთ.

დღეს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს 9 ქვეყანა ფლობს, მათ შორის ვართ ჩვენც. თუმცა, 8 ქვეყანა ბევრად უფრო ახლოსაა, რადგან გახსნილი აქვთ მოლაპარაკებების სტადიები, საქართველოს კი, ლაშა ტუღუშის თქმით, რუსული კანონი მიღების გამო, შესაძლოა, გახნილი კარი მიეხუროს.

„ილუზიაა, რომ თითქოს ურთიერთობები გადაიტვირთება და მერე ამ მატარებელს დავეწევით. ვერაფერსაც ვერ დავეწევით, რადგან ისედაც დიდი სიჩქარით მიმდინარეობს ეს პროცესი. ის ქვეყანა, რომელიც ამ შანსს ვერ გამოიყენებს და გახსნილ კარს დაახურინებს თავისთვის, რა თქმა უნდა, დარჩება გარეთ, რადგან არავინ „გექაჩება“, თუ შენ თვითონ არ გინდა, მოხვდე იმ საოცარ სივრცეში, რომელიც ჩვენი საუკუნოებრივი ოცნებაა და რომლისთვისაც თითქოს ყველაფერს ვაკეთებდით. მაგრამ, კარი გაიხსნა, გვითხრეს ერთი ნაბიჯით წინ გადადგიო და ამ დროს უკან გადავდგით. ამიტომ, ახლა, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს სწორი დასკვნები და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მისაღებია, თუ გვინდა ევროპა“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში რომ არჩევნებს აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან პოლიტიკის ექსპერტის თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში, არანაირი შანსი არ გვაქვს იმისა, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ, ამაში საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს ლაშა ტუღუშიც. სწორედ ამიტომ, ის რამდენიმე ქალაქში უკვე ჩავიდა და მოქალაქეებს შეხვდა, ქუთაისის შემდეგ კი ამ შეხვედრებს კვლავ გააგრძელებს.

"ვიყავი ახალციხეში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ბათუმში, ახლა ჩამოვედი ქუთაისში. ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 10 ასეთი ვიზიტი მაქვს დაგეგმილი. ყველგან მივალ, სადაც შემეძლება. ვისაც არ უნდა დასავლეთი, მივალ და დაველაპარაკები. უნდა ვიბრძოლოთ, ახლა წყდება ჩვენი ბედი. არ უნდა დავთმოთ ჩვენი მომავალი",- განმარტა მან.



26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ბევრად იქნება დამოკიდებული პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების, პროფესორებისა და ზოგადად, ყველა იმ ადამიანის აქტიურობაზეც, რომლებსაც ესმით, რატომ სჭირდება ქვეყანას ევროპული მომავალი, ამიტომ, ამ არჩევნებში ერთ ხმასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

"ეს არის რეფერენდუმი, რომელზედაც საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გასცეს პასუხი. ფარხმალი კი არ უნდა დავყაროთ და იმაზე ვიფიქროთ, როგორ გავიქცეთ ქვეყნიდან, არამედ იმაზე, როგორ არ გავიქცეთ და როგორ არ დავთმოთ ეს ქვეყანა. მე მინახავს არჩევნები საქართველოს ისტორიაში, როდესაც 1 ხმით მოიგო კანდიდატმა მაჟორიტარული ოლქი. ეს არის ცხოვრება, ამიტომ არ უნდა დაგვეზაროს ადამიანებთან მისვლა, საუბარი, უნდა ავუხსნათ ყველაფერი და არ ავყვეთ აგრესიას, რადგან "ოცნების" მთავარი კოზირია, არ იყოს აზროვნება და იყოს წივილ-კივილი. ამ დროს იგებს ის, ვინც უარესია და უარესია ის, ვისაც არ უნდა ევროპა. კარგს უნდა არგუმენტი - დასავლური ტიპი არგუმენტის ტიპია",- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მან შეხვედრისას იმ მითებზეც ისაუბრა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დააშინოს და ამით მათი მხარდაჭერა მოიპოვოს.

"არის ზღაპრები, რომ ვითომ ომი დაიწყება, თუ "ოცნებას" მხარს არ დავუჭერთ. დასავლეთი ჩვენ რომ არ გვეხმარებოდეს, წარმოიდგინეთ რა ვითარებაში ვიქნებოდით. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მშვიდობა დგას დასავლეთის მხარდაჭერაზე, ომის რისკები კი იზრდება იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი გამოგვეცლება. ამდენად, ჯერი ჩვენზეა, უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ არ დავკარგოთ ისტორიული შანსი და არ აღმოვჩნდეთ გარეთ, საშიშ სამყაროში. თუ ჩვენ დასავლეთის მხარდაჭერა დავკარგეთ, მაშინ შეძილება, მართლა ძალიან სერიოზული რისკების წინაშე აღმოვჩნდეთ. ვხედავთ, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის იბრძოლოს იმისათვის, რომ თავისი ბედი იხილოს იქ, სადაც უნდა იყოს. ეს არის ევროკავშირი და ევროპა",- განმარტა ლაშა ტუღუშმა.

26 ოქტომბერს, საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.








 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.