ახალი ამბები
ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტი 6 მილიონ 882 000 ლარით გაიზარდა
FaceBook
ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტში შესული მეოთხე ცვლილების მიხედვით, ქალაქის მთავარი დოკუმენტის მოცულობა 6 მილიონ 882 000 ლარით გაიზარდა.

მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ნიშნიანიძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები მთავრობის განკარგულებებში განხორციელებულმა გაზრდილმა თანხებმა გამოიწვია.

კერძოდ, მისივე თქმით, რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის წილი 2 450 000 ლარის ოდენობით გაიზარდა, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება:

დაგეგმილია ტყიბულის ქუჩის მე-VI-ჩიხის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა; დავით და კონსტანტინეს ქუჩის პირველი შესახვევის გზის და კედლის რეაბილიტაცია;
#35-ე სკოლასთან მისასვლელი გზის მშენებლობა; მესხიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; ახალგაზრდობის მეშვიდე შესახვევის ბოლო მონაკვეთის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; კიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთიდან, მწვანეყვავილას ქუჩის გავლით, სანიაღვრე ქსელის მოწყობა; ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხის კალაპოტის, არხის გასწვრივ ტროტუარისა და გამწვანების მოწყობა; ანტონ კათალიკოსის ქუჩის ღვარსადენი ქსელის რეაბილიტაცია; გორკის ქუჩის #18-თან საყრდენი კედლის მოწყობა; მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტებისა და სახლების ფასადების რეაბილიტაცია.

ამასთან, ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში დაგეგმილია: დები იშხნელების ქუჩის რეაბილიტაციის ღონისძიება - 250,0 ათასი ლარი; გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთება - 350,0 ათასი ლარი; მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ფურნიტურა - 173,1 ათასი ლარი;

დავით ნიშნიანიძის თქმით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასევე აისახა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის N2400 განკარგულებით გამოყოფილი თანხა 1 მილიონი ლარი, 
რომელიც მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაციას მოხმარდება.

ამასთან, როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, „საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტების“ ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დაემატა ახალი საგრანტე პროგრამა „EU4ITD - ქუთაისის, როგორც რეგიონის ტურისტული ჰაბის ცნობადობის ამაღლება შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის გზით“, რომლის გეგმაც 408,4 ათასი ლარით განისაზღვრა.

გარდა ამისა, „კაპიტალური დანიშნულების გრანტის“ სახით ბიუჯეტში აისახა 228,5 ათასი ლარი, რის საფუძველზეც „ქალაქ ქუთაისში, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში გაიზარდა „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის („ოქროს ჩარდახი“) რესტავრაცია-რეაბილიტაციის“ ღონისძიების გეგმა.

ამასთან, „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამა გაიზარდა 195,1 ათასი ლარით, რომლის ფარგლებში შეირჩევა ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მიერ, მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად.

სხვადასხვა სახეობის სპორტულ - გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად განკუთვნილი ობიექტების მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაციის ქვეპროგრამის ფარგლებში, გაიზარდა ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაციის ღონისძიება 199,0 ათასი ლარით, იგეგმება მე-11 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია - 500,0 ათასი ლარი.

შემოსულობების კუთხით „ქონების გადასახადი“ იზრდება 1 000,0 ათასი ლარით, ხოლო „შემოსულობა არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან“ - 1 800,0 ათასი ლარით.

ქუთაისის ბიუჯეტის მოცულობა, ამ დროისთვის, 150 მილიონ 882 000 ლარს შეადგენს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.