ახალი ამბები
"აეკრძალოთ აქციის მონაწილეებს, ხელი არ შეუშალონ შპს „მაღაროელს“ მანგანუმის მოპოვებაში“- საჩხერის სასამართლოს გადაწყვეტილება
FaceBook
საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, 20 შუქრუთელს შპს "მაღაროელის" საქმიანობაში ხელისშეშლა აეკრძალა.
თუმცა, რას ნიშნავს საქმიანობისთვის ხელისშეშლა, როცა ეს ადამიანები 154 დღეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, პროტესტის ნიშნად კარვებში ათენებენ, მოსამართლეს თავის გადაწყვეტილებაში არ დაუკონკრეტებია. 

"წერია, აეკრძალოთ საქმიანობაში ხელშეშლაო - რას გულისხმობს ეს და როგორ უნდა აუკრძალონ, სასამართლოს განმარტებული არ აქვს, ამიტომ მასში შეიძლება მოექცეს აბსოლუტურად ყველაფერი, მათი იქ ცხოვრებაც კი თეორიულად. სავარაუდოდ, ამ განჩინებას გამოიყენებენ ისე, რომ მათ იქ პროტესტის გამოხატვის უფლება არ აქვთ",- ამბობს შუქრუთელების ადვოკატი ვლადიმერ ქუთათელაძე. 

"სამოქალაქო აქტივობების ცენტრის" იურისტის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან კომპანია სარჩელით პროტესტის მონაწილეებს ზიანის ანაზღაურებას ედავებოდა და არა ხელშეშლის აღკვეთას, შესაბამისად, მისი თქმით, უზრუნველყოფის ღონისძიება და მოთხოვნა ერთმანეთთან პირდაპირ თანხვედრაში არ არის.

"გავასაჩივრებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება არასწორად არის გამოყენებული. გარდა ამისა, სარჩელი შეიტანეს იმ პირების მიმართ, რომლებიც იქ საერთოდ არ დგანან და არ აპროტესტებენ, უბრალოდ ცხოვრობენ ჭიათურაში და ვინც აპროტესტებს, მათი ოჯახის წევრები არიან. შესაბამისად, გასაჩივრდება განჩინება და ვფიქრობთ, რომ შეიცვლება აუცილებლად",- ამბობს ადვოკატი.

საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ივანე ყიფიანის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და უკანონოდ მიიჩნევენ შუქრუთელებიც. გიორგი ნეფარიძის თქმით, პროტესტს გააგრძელებენ და მეტიც, 24 აგვისტოს, საჩხერის სოფელ ჭორვილაში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მსვლელობით გადაინაცვლებენ.

"24 აგვისტოს, 3 საათზე, ვიკრიბებით აქ, სადაც კარავი გვაქვს გაშლილი, კოროხნალის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე და მშვიდობიანი მსვლელობით მივემართებით ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ, რათა ხმა მივაწვდინოთ უშუალოდ ბატონ ბიძინას და მის მიერ მოყვანილ მთავრობას. გვინდა, ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს ამ პროცესში და შეასრულოს მედიატორის როლი, რომ არ ვიყოთ შეტოვებული მხოლოდ კომპანიას",- განმარტავს გიორგი ნეფარიძე. 

"ჯორჯიან მანგანეზის" ქვეკონტრაქტორმა, შპს „მაღაროელმა“ პროტესტის მონაწილეებს სასამართლოში მაისში უჩივლა. მოსარჩელემ მოითხოვა, შუქრუთელებს აეკრძალოთ მაღაროს მუშაობის ხელის შემშლელი ქმედებების განხორციელება (ფაქრობრივად პროტესტის უფლება) და ამასთან, ოთხი წლით ჩამოერთვათ კერძო საკუთრებაში არსებული სახლები და მიწის ნაკვეთები. ამასთან, კომპანია პროტესტის მონაწილეებისგან 5,5 მილიონი ლარის ოდენობით, ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

სასამართლო დავისა და უწყვეტი პროტესტის პარალელურად, კომპანიამ პროტესტის მონაწილეებს პოლიციაშიც უჩივლა. პროკურატურამ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე - გიორგი ნეფარიძე, მალხაზ ლაბაძე და რომან მეგრელიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში 226-ე მუხლით მისცა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იგივე მოსამართლე ივანე ყიფიანმა სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

სასამართლო დავასთან ერთად, „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიები პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც 4 თვეზე მეტია, კომპანიის მიერ მანგანუმის მოპოვების შედეგად, მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანებას აპროტესტებენ, სამსახურებიდანაც ათავისუფლებენ. მიუხედავად აღნიშნულისა, გაფიცულების მდგომარეობა ამ დრომდე არავის მოუკითხავს, არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, მათ შორის, არც გუბერნიის ადმინისტრაციიდან და არც სახალხო დამცველის აპარატიდან. მათი ბედით არ დაინტერესებულა რუსულ კანონზე ხელმომწერი, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძეც, რომლის ბიუროშიც გვითხრეს, რომ მოქალაქეები პრობლემების გასაჟღერებლად თავად უნდა მივიდნენ მაჟორიტართან.

მოსახლეობა კი ამბობს, რომ წლების მანძილზე, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად, დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები, ეკლესია და სასაფლაოები. ამიტომ, ისინი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვენ. "ჯორჯიან მანგანეზში" კი ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ქუჩაში, 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირიც ამოიკერეს.

მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220 დღიანი პროტესტის შემდეგ შედგა.

"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.

ფოტო: მთის ამბები

ამავე თემაზე:

პროკურატურამ შუქრუთში პროტესტის მონაწილეებს ბრალი წაუყენა

მთავრობა დუმს, "ჯორჯიან მანგანეზი" კი შუქრუთში პროტესტის მონაწილეებს სამსახურებიდან ათავისუფლებს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.