ახალი ამბები
"ამნისტია პატიმრებს" - მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა ქუთაისში აქცია გამართეს
FaceBook
"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი ქუთაისში გააპროტესტეს.

პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ, სადაც ბანერები, წარწერით: "ამნისტია პატიმრებს", "პატიმარი ადამიანია" მიიტანეს. 

მათი მთავარი მოთხოვნაა, გაფართოვდეს მუხლები, რომლებსაც ამნისტია მოიცავს. 

"ჩვენი მოთხოვნაა, 1/4 ყველა პატიმარს. არ ვითხოვთ იმას, რომ ყველა პატიმარი გაათავისუფლონ და ციხის კარები გაიღოს, უბრალოდ ვითხოვთ ჰუმანური აქტის გამოცემას და 1/4-ს ყველა პატიმარზე. ბევრი წინაპირობა და დათქმა აქვს და ფაქტობრივად, ვერავინ ვერ გამოდის ამ ამნისტიით და ამ კანონპროექტით", - განმარტა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ანალოგიური მოთხოვნით, "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, აქცია დღეს თბილისშიც გაიმართა.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ფრაქცია „ქართულმა ოცნების“ კანონპროექტს „ამნისტიის შესახებ“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.  მას დღეს, 19 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.

პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. კერძოდ, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებული პირები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან სასჯელი 1/2-ით ან 1/4-ით შეუმცირდებათ. გარდა ამისა, სასჯელის 1/6-ით შემცირება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 მუხლს შეეხება.

ამნისტია არ შეეხება: - მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

ამასთან, “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დაახლოებით 7 000 პირს პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება.

“ამნისტიის შესახებ“ პროექტს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებს. მეორე-მესამე მოსმენით განხილვა საშემოდგომო სესიის ფარგლებში გაგრძელდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობამ,
სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციას
ოფიციალური წერილი გაუგზავნა.
10:29 / 02.12.2024
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობამ, სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციას ოფიციალური წერილი გაუგზავნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.